დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიის პირველი ნომერი ქუთაისში გოგი წულაია იქნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/21 13:34:29

საარჩევნო ბლოკმა „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბლოკმა წარდგენა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართა. პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ ქუთაისში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში ბლოკის კანდიდეტები გააცნო საზოგადოებას.


ქათაისში მერობისათვის, ბლოკის სახელით, მაგდა გაბრიჭიძე იბრძოლებს, ხოლო სიის პირველი ნომერი გოგი წულაია იქება.


დასაქმება, ქუთაისის განვითარების ფონდის შექმნა, პრემიების გაუქმება, 24-საათიანი წყალმომარაგება და პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდა – ეს ბლოკის საარჩევნო პროგრამის ძირითადი ჩამონათვალია, რაზეც პარტია აქცენტს აკეთებს.


შეგახსენებთ, რომ საარჩავნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციაში“ პარტია „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ არიან გაერთიანებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია