დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დარღვევები დაფიქსირდა თვითმართველობის არჩევნების წინა პერიოდში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/20 13:09:42

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.


ანგარიში 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციამ დაკვირვებას საქართველოს ყველა სააარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებდა.


„საანგარიში პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი, კერძოდ 7 შემთხვევა, რაც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი პროექტის ინიცირებასა და ბიუჯეტის მოდიფიცირებაში გამოვლინდა. გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირებლებმა გამოავლინეს არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ერთი ფაქტი, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ერთი ფაქტი“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.


„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები 2014 წლის 20 აპრილიდან 11 მაისამდე 134 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. აღნიშნული შემთხვევებიდან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 45 შეხვედრა გამართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-24, „ ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“-21, „ლეიბორისტულმა პარტიამ“-6, „მომავალმა საქართველომ“-2, „საქართველოს გზამ“-23, „პატრიოტთა ალიანსმა“-3, „ხალხის პარტიამ“-2, არასაპარლამენტო ოპოზიციამ“-8.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა ქსენოფობიური განცხადება „ლეობორისტული“პარტიის წარმოამდგენლის მიერ.


 

რაც შეეხება გენდერულ ბალანს დასახელებული კანდიდატებში უხესად არის დარღვეული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია