დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
107 მენინგიტის შემთხვევა – ექიმები სიფრთხილეს გვირჩევენ
2014/05/26 11:19:00

24 აპრილის შემდეგ საქართველოში მენინგიტის 107 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ერთეული შემთხვევები 24 აპრილიდან დაიწყო, 10 მაისიდან კი მენინგიტის შემთხვევების მატებაა. 


"ენტეროვირუსული მენინგიტური შემთხვევები მთელ საქართველოშია შემთხვევათა უმრავლესობა თბილისშია აღრიცხული. ბავშვების გარდა, მენინგიტი მოზრდილებშიც გვხვდება. ერთეული შემთხვევები 24 აპრილიდან დაფიქსირდა. 10 მაისიდან დაიწყო შედარებით უფრო ინტენსიური მატება. სულ 107 შემთხვევაა რეგისტრირებული და არც ერთი მძიმე არ ყოფილა. მენინგიტის შემთხვევები ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობთ, ნაკლები ინტენსივობით", - განაცხადა ზახაშვილმა. 
ამასთან, ზახაშვილის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. "სრულიად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ მდგომარეობა საგანგაში ნამდვილად არ არის. თუმცა, თავდაცვისთვის, ის ელემენტარული ღონისძიებები, რაც მოწოდებულია, უნდა იყოს შესრულებული მოსახლეობის მიერ", - აღნიშნა ზახაშვილმა. 
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეთმთხვევა სკოლებში დაფიქსირდა, ეს სწავლის შეწყვეტის საფუძველი ნამდვილად არ არის. 


"სკოლის ფაქტორი არ წყვეტს ამ მდგომარეობას და სწავლის შეწყვეტა არ არის მოწოდებული. ამ ბავშვებს სწავლა რომც შეაწყვეტინო, სახლებში ვერ გამოამწყვდევ, ისინი მაინც ივლიან ეზოში, ითამაშებენ, ანუ რისკის ფაქტორები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული სასწავლო პროცესის შეწყვეტა", - აღნიშნა ზახაშვილმა. 


მისივე თქმით, ეს დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანზე. "მათ შორის, ეს გადადის დაავადებულთან ხელის ჩამორთმევით, მისი მოხმარებული ნივთების გამოყენებით. შეკავების ღონისეძებები რთულია და სამოქალაქო ჩართულობას მოითხოვს", - აღნიშნა ზახაშვილმა. 


ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 
მენინგიტის რამდენიმე შემთხვევა სკოლებშიც დაფიქსირდა. მათ შორის ბოლო - შემთხვევა 175-ე სკოლაში. 

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია