დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესსეების კონკურსი „დემოკრატია ჩემი ფანჯრიდან“
2014/05/19 15:07:29

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი“ აქტივობა „მრავალფეროვანი დემოკრატიის“ ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. კონკურსის პირობითი სახელწოდებაა: „დემოკრატია ჩემი ფანჯრიდან“.

 

კონკურსის თემატიკა შემოიფარგლება საქართველოში სამოქალაქო აქტივობების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სხვა გამოწვევებით. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში მიმდინარე სამოქალაქო ინიციატივების და დემოკრატიული პროცესების ახალგაზრდული ხედვის და შეფასების გაცნობა საზოგადოებისთვის.

 

 ესსე უნდა იყოს არაუმეტეს 2000 სიტყვისა,  „ვორდის“ დოკუმენტის სახით.


 ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისის 20 საათი.

 

პირველ ეტაპზე კომპეტენტური ჟიური შემოსული საკონკურსო ესსეებიდან შეარჩევს 20 საუკეთესოს. ისინი გამოქვეყნდება ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე და საინფორმაციო პორტალზე  www.psnews.ge. ხოლო  საბოლოოდ, მათგან სამ საუკეთესოს აირჩევს ინტერნეტ-მომხმარებელი like-ის საშუალებით. გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები. გარდა ამისა, გაივლიან სტაჟირებას საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე www.psnews.ge.

 

მონაწილეებმა ესეები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: csmdigeorgia@gmail.com


(Subject-ში მიუთითეთ - ესსეების კონკურსი)

 

 

საკონტაქტო პირი: მაგდა ჩინიჯიშვილი  557 915992  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია