დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/18 14:50:42

18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღეა, მუზეუმის დღე გაეროს ორგანიზებით 1977 წლიდან  აღინიშნება.


მუზეუმის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით, ქუთაისში კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარეგლებში ქალაქის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ქუთაისში სულ 6 მუზეუმი ფუნქციონირებს.


დღესვე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ  მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული საერო და საეკლესიო დანიშნულების ქსოვილების და სამოსის გამოფენა მოწეყო.


ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმის ღვაწლმოსილ თანამშრომელს მარგალიტა მსხილაძეს, რომლესაც დაბადებიდან 73 მუზეუმში მოღვაწეობიდან  50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებნით, მარგალიტა მსხილაძეს ქუთაისის მმშ ნოდარ მიქიაშვილმა 200 ლარი და  თაიგული გადასცა.  ასევე 200 ლარი სახვადასხვა მუზეუმის 16 თანამშრომელმა მიიღო.


ნოდარ მიქიაშვილმა მუზეუმის თანამშრომლებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მარგალიტა მსხილაძე იმაზე დიდხანს მოღვაწეობს მუზეუმში, ვიდრე  მუზეუმის დღე აღინიშნება.


ღვაწლმოსილ თანამშრომელს მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ სიგელი გადასცა.


 

 მარგალიტა მსხილაძემ მუზეუმის დირექტორს და ადგილობრივ ხელისუფლებას საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუზეუმი მისთვის ყველაფერია და როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს, მუზეუმში ყოველთვის კარგად ხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია