დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №04(355) 30 იანვარი - 5 თებერვალი, 2006 წელი
კაი ბიჭების ქალაქი „ქურდული“ კანონის ქვეშ
2014/05/15 17:05:54

ქურდებს სიცოცხლე! ამ ტერმინს ქუთაისში ადრე პატარა ბავშვიდანაც კი გაიგონებდით. Sველბიჭური და ქურდული მენტალიტეტის ქალაქი- ასე იცნობენ ქუთაისს საქართველოში და პოსტსაბჭოურ სივრცეში... სსრკ-ის დროს იყო გამოთქმა: ქურდების დედა ოდესაა, მამა – ქუთაისიო... 

 

იმ წყობიდან დღემდე - 300 „სული“ ქურდი მარტო ქუთაისის ანგარიშზე მოდის... ისინი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, საკმაოდ ცნობილი ავტორიტეტები გახლდნენ. ცნობილი ამბავია ისიც, რომ  ხელისუფლების პირველი პირები და ქურდები პურსაც ერთად ტეხავდნენ და ფულსაც... იყო წარმატებული მცდელობა მთავრობაში მათი პროტეჟეების მოსვლისაც. მარტო ქუთაისში ცნობილ ავტორიტეტებს საკრებულოშიც ჰყავდათ „თავისი კაცი“ და ქალაქის მერადაც კი მათი ხელდასმული (ხალხის რჩეული?) პიროვნება იყო...

 

„კაი ბიჭობის“ ცნებათა არცოდნის გარეშე ახალგაზრდა მამაკაცის ყველა ღირსება ნულის ტოლფასი გახლდათ და ასეა ახლაც... დღეს ხმამაღალ საუბარს „კანონიერი ქურდების“ წარმატებულ საქმიანობაზე ყველა ახალგაზრდა თუ ხანშიშესული ერიდება. თუ ადრე „კანონიერ ქურდებს“ „წილებში ჩაჯდომა“ დაუწერელი კანონით ეკრKალებოდათ, დღეს ისინი სამარშრუტო, ოქროს, ნარკოტიკების, იარაღისა და სხვა ბიზნესების გარდა, თვით მწვანილის ბიზნესის წილშიც კი „სხედან“... ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მემწვანილეებმა ითამაშეს და ერთმა მეორეს დიდი ფულიც მოუგო, „თავნის“ ჩაბარება დაგვიანდა და საქმის გასარჩევად ქურდთან ავიდნენ (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ). კრიმინალურმა  ავტორიტეტმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ მწვანილშიც კი დიდი ფული კეთდებოდა და „კრიშად“ დაუდგა. ამგვარი წილებითა და „ბიზნესმენობით“ თანამედროვე „კანონიერი ქურდები“ დიდი ქონების მეპატრონეები გახდნენ. ზოგიერთი მათგანი თავისივე ფულის მსხვერპლი აღმოჩნდა და ფეშენებელური სახლებიდან, უახლესი მოდელისა და უვირფასესი ქვის სამუდამო სასუფეველში გადაინაცვლეს.  „აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა“ ზოგჯერ არსენასეული (არსენაც ხომ დღევანდელი გაგებით ქურდული მენტალიტეტის იყო. ყველას გვახსოვს, „მდიდარს ართმევს, ღარიბს ალევს, ღმერთი როგორ წაახდენსა“) ასეთი ეპიტაფია მათ საფლავებსაც ამშვენებს. ქურდის დაკრალვაზე „პადელნიკები“ და მეგობარი ავტორიტეტები ზოგი სპეცრეისით მოფრინავდა და ზოგსაც აეროპორტის სამთავრობო VIP-გასასვლელიც ღია ხვდებოდა. ხშირად მათ ტრაპთან ხელისუფლების პირველი პირები ეგებებოდნენ... ყოველი გარდაცვლილი ქურდის დაკრLალვა ერთგვარი „სხადნიაკიც“ იყო... კორუფციის სქემა ჯერ კიდევ მათ ჩამოსვლამდე იგებოდა:- ავტორიტეტები პოლიციის ხელშეუხებლობის გარანტად სახელმწიფოს (არაოფიციალურად) დიდ ფულს უხდიდნენ.

 

შევარდნაის ხელისუფლების დროს „კანონიერ ქურდებს“ იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი უპირისპირდებოდა. ლეგენდები დადიოდა იმაზე, თუ როგორ შეკრიბა მან ქუთაისელი ქურდები და ქალაქის მერის რანგში პირველი თათბირი სწორედ მათ ჩაუტარა, თან  ულტიმატუმი წაუყენა: „ან თქვენ, ან მე!“ ქურდებმა ქუთაისი მაშინ პირველად დატოვეს... ამ ბრძოლაში „თეთრ ყვავად“ დარჩენილ გუბერნატორს მაშინდელი ხელისუფლებიდან მხარდამჭერი არავინ გამოუჩნდა, მათ შორის, არც ის ადამიანები, რომლებიც დღეს „ვარდების ხელისუფლებაში“ არიან. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა მოულოდნელად „კანონიერი ქურდების“ ქონებრივი მდგომარეობით და ბიზნესსაქმიანობით დაინტერესდა. პრეზიდენტმა თანამოაზრეებთან ერთად მათ წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ბროლა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა ტარიელ ონიანის სახელიც. მისით არამარტო ადგილობრივი, არამედ ესპანეთის ხელისუფლებაც კი დაინტერესდა... ტარიელ ონიანი ათ წელზე მეტია საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ საქმიანობის სფეროში მშობლიური მხარე მაინც შედის. თავის დროზე ონიანის ახლობლობით ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი- ბონდო შალიკიანიც ამა-ყობდა. ტარიელ ონიანი, როგორც ამბობენ, დღეს საფრანგეთშია და საკუთარი ბიზნესი ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გააჩნია. ბიზნესში გადაბარგებული ავტორიტეტი დღესაც სვანების დიდი ლობია. ონიანით დაწყებული „ქურდული ანთოლოგია“ ასე გრელდება: კიდევ ერთი ავტორიტეტი „წრიპა“, იგივე თემურ ნემსიწვერიე, რომლის სახელს ამ ბოლო დროს მეტად სკანდალურ ამბავს უკავშირებენ, როგორც ამბობენ, რუსეთშია. „წრიპას“ ახლად დაკრძალული დედა საფლავიდან მოპარეს. მიუხედავად ამისა, მან საქართველოში ჩამოსვლა მაინც ვერ გაბედა.

 

გასაიდუმლოებულია, სად იმყოფება ქუთაისში ცნობილი კანონიერი ქურდი ზაზა ამბროლაე. მასზე დღესაც არ წყდება ქალაქური ჭორები: პოლიცია რომ დაადგა, ცხენზე შემჯდარა და სულ ცხენდაცხენ გადაულახავს საქართველო-თურქეთის საზღვარი.

 

„ციხეზეა“ სულ ახალგაზრდა კანონიერი ქურდი ალეკო იმედაSე- იგივე „სახარა“. მას იარაღის უკანონოდ ტარებაში დასდეს ბრალი და საქმეში ცრუ მოწმე- ნუგზარ ბალანჩივაე გამოიყენეს. ბალანჩივაემ მასმედიასთან და სასამართლო პროცესზეც აღიარა, რომ პოლიცია მას ამგვარი საქმეებისთვის 50 ლარს უხდიდა, მაგრამ იმედაე დღეს სასჯელს მაინც „ქურდების ციხეში“ (7  საპყრობილე) იხდის.

 

„ბიჭობა ძმობაა“ ხონშიც. „ვსესაიუზნი ვორი“ ამ ქალაქმაც ბევრი გაზარდა. „დუდუკა“, „ბუხუ ბიჭი“-  დიდი ხანია, სულხორციელად დააკლდნენ ქურდულ სამყაროს. „ჩიბუხა“, „მახოხია“, „ჯუკია“, ნოე წულაია- ეს ის ხონელი ავტორიტეტებია, რომელთა ნაწილი დღეს ან ციხეშია, ან საზღვარგარეთ.  „კანონიერი ქურდები“ გაქცეულია წყალტუბოდანაც. როგორც „შავები“ ამბობენ, მათ სამყაროში ამ ტიტულის მოპოვება Sალიან Sნელია. „ქურდად დასმა“ სპეციალური რიტუალით „მონათვლით“ ხდება. ქურდობა დამსახურების მიხედვით, რომელიც ქურდულ დაუწერელ კანონებში არსებობს, მთელი საფეხურებით და იერარქიითაა გასავლელი. ქურდი ვერასოდეს გახდება ქალი, ვერ გახდება ყოფილი პოლიციელი, ან ჩინოვნიკი. გარდა ამისა, არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომელთა საიდუმლო მხოლოდ ამ სამყაროს წარმომადგენლებს ესმით. კანონიერი ქურდის ცნება საბჭოური ციხეების გადმონაშთია. ეს ცნება კომუნისტებმა „ზონებში“ სიტუაციის საკონტროლოდ გამოიგონეს...

 

ამ საბჭოური სტერეოტიპის დამსხვრევა სააკაშვილის ხელისუფლებამ „ქურდის“ ცნების „დაკანონების“ და მისი ამავე კანონის წნეხის ქვეშ მოქცევით სცადა. 2005 წლის 20 დეკემბრის პრეზიდენტის 2355 ბრძანების საფუSველზე შეიქმნა საქართველოს კანონი 438- ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ. მასში ქურდული სამყაროს წევრი და კანონიერი ქურდის ცნებაა განმარტებული: კანონის სპეციალური განხილვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქუთაისში  მოაწყო, რომელსაც იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანონი დამსწრეთ „საიას“ სათაო ოფისის იურისტმა გირშელ ებნიაურმა და ქუთაისის ფილიალის იურისტმა დიმიტრი ჩაფიჩაემ გააცნო. შეხვედრის ორგანიზატორი „საიას“ დამფუძნებელი ქუთაისში ნოდარ ჯიქია გახლდათ. არასამთავრობო სექტორისა და თავად „საიას“ წარმომადგენლები „კანონიერი ქურდის“ დაკანონებას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. იურისტი დიმიტრი ჩაფიჩაე თვლის, რომ სახელმწიფომ „კანონიერი ქურდი“ დააკანონოს - ეს მისი ხარვეზია. ის ევროპის ქვეყნების მაგალით იშველიებს და ამბობს, რომ არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონი. „იგივე კანონი მხოლოდ იტალიაში მოქმედებდა მაფიოზებთან ბროლის დროს“,- ამბობს დიმიტრი ჩაფიჩაძე.

 

ჩვენს მიერ გამოკითხული ახალგაზრდობის ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს კანონი ხელისუფლების დიდი შეცდომაა (თუმცა, იმედი გვაქვს, ახალგაზრდებში ალტერნატიული აზრიც არსებობს და მალე მას ღიათაც დააფიქსირებენ).

 

კოკა (18 წლის): „მე არ მომწონს, ჩემი ტოლებიც ბევრია „მომავალი“. პირადად თუ არა, ჩემი ახლობლები იცნობენ კანონიერ ქურდებს და ვთვლი, რომ „სპრავედლივი“ ხალხია. მე რატომ არ უნდა დავდგე ქუჩაში მათ გვერდით, როცა არაფერს ვაშავებ?“


გივიკო (18 წლის): „ქუთაისი ქურდული ქალაქია, Sმაო (იცინის)... ეს კანონი არ მომწონს და არ ვეთანხმები“.


ვახო (23 წლის): „უაზრობად მიმაჩნია მაგ კანონის მიღება. კანონიერი ქურდების ცხოვრების გზა გაჭირვებას ნიშნავს. შენ დგები და მის ტვინში ვრები, რა უფლება გაქვს? ეს კანონი ქუთაისში ვერ იმუშავებს.“


ბექა (31 წლის): „ჩვენ თუ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების კონვენციაზე და მის მკაცრ დაცვაზე, რატომ უზღუდავ შენ, სახელმწიფოვ, მას მის მიერ არჩეულ გზას? ეს ცხოვრება მან ნებაყოფლობით აირჩია. შენ თუ სახელმწიფო გქვია, ის კონკრეტულ დანაშაულზე დააკავე და არა იმიტომ, რომ მის აზრს ვიღაცა პატივს სცემს. ქუთაისში უამრავი მეგობარი მყავს: კლასელი, ბაღის ამხანაგი, მე მას რატომ უნდა ვუთხრა, შენს გვერდით ვერ დავდგები, არ დამიჭირონო. ეს ხომ სისულელეა. საზოგადოებას არ უნდა ეჭიდაო, თორემ ყოველთვის დამარცხდები.“

 

 

მერი ფალიანი

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №04(355) 30 იანვარი - 5 თებერვალი, 2006 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია