დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
„ოცნება“ „ოცნების“ წინააღმდეგ!
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/14 15:48:04

წყალტუბოში, ცენტრალურ მოედანზე, „ქართული  ოცნების“ შტაბის წინ, აქცია მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორები თავად „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.  

 

ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსთან, ჯემალ ფანცხავასთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც ამ წუთებში ოფისში იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს.

 

შენობის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელმაც „ოცნების“ უკმაყოფილო წევრების შენობაში შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

 

აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელობასთან 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ: პარტიის წევრებისთვის საჯარო გახდეს 2013 წლის კონფერენციის ოქმი, პარტიული და მაჟორიტარული სიებიდან ამოღებულ იქნას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, შეყვანილ იქნას პარტიულ სიაში „ოცნების“ აქტიური წევრები  და  შეიცვალოს დასახელებული „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი.

 

როგორც ისინი აცხადებენ, წყალტუბოში საარჩევნო სიები, ძირითადად, ყოფილი „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული.

 

როგორც აქციის მონაწილე რუსუდან ცერცწვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათ ირაკლი ღარიბაშვილს მიწერეს წერილი, 2000 ადამიანზე მეტი ხელმოწერით, სადაც ითხოვენ მის მიერ დასახელებული გამგებლობის კანდიდატის, კონსტანტინე მამისეიშვილის სიიდან ამოღებას.

 

„ოცნების რეიტინგი დღითიდღე ეცემა, ყოფილი „ნაციონალებით“ არის სავსე ჩვენი პარტიის რიგები. ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ შეგვიძლია, ჩვენთვის არასასურველი კანდიდატი სიიდან ამოვიღოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ ის კანდიდატი დაგვისვა, რომელიც არ მოგვწონდა. წყალტუბოში „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება ამ არჩევნებში, ვინაიდან სიები ყოფილი „ნაციონალებით“ დააკომპლექტეს. ამ ეტაპზე ვითხოვთ, შეგვხვდეს „ქართული ოცნების“ წყალტუბოს შტაბის უფროსი ჯემალ ფანცხავა, გვანახოს სია, რომელიც, არ ვიცით, საიდან შეადგინა და მოგვცეს უფლება, ჩვენი არასასურველი კანდიდატი ამოვიღოთ ამ სიიდან.


კონსტანტინე მამისეიშვილს ერთი წელია, არაფერი გაუკეთებია ამ ქალაქისთვის და მის უმოქმედობას კიდევ ვერ ავიტანთ.“ –  განაცხადა ადვოკატმა რუსუდან ცერცვაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია