დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასრულდება თუ არა საჩხერეში საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროცესი აგროვადებში?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/12 13:10:12

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ხვნა-თესვის პროცესი შეფერხებულია.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების მფლობელმა ბევრმა ფერმერმა ჯერ კიდევ გასულ თვეში მიიღო ის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო უკვე მეორე წელია, ახორციელებს, თუმცა ჰიფსომეტრიულად მაღალ მუნიციპალიტეტებში გვიანი გაზაფხულისა და წვიმიანი ამინდის გამო, ჯერ კიდევ ათასობით ჰექტარია დასამუშავებელი.

 

,,გასულ წელს 3200 ჰექტარი მიწა დამუშავდა საჩხერეში, დაახლოებით იმავე ფართობის სავარგულები უნდა დამუშავდეს წელსაც. ამ დროისათვის დაახლოებით 2200 ჰექტარი უკვე დახნულია და დაფარცხული. დაახლოებით 1000 ჰექტარი მომამავალ კვირაში დამუშავდება. დარწმუნებული ვარ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აგროვადებში მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ახორციელებს“_განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ნოზაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია