დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ალასანია: „ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ...“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/10 22:40:52

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კვლევა დასრულებული აქვს, თუმცა, გარკვეული საკითხები ზუსტდება. 


 „ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს კითხვა არ დგას.ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.

 

რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის გამოძიება, ეს არის კვლევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო–ოპერატიულ და სამხედრო–ტაქტიკურ საკითხებს ეხება, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა. ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული.

 

ეს ერთი მიზნისთვის კეთდება – ჩვენი თავდაცვითი დოქტრინა და მომავალი ჯარისკაცების სახელმძღვანელო იყოს სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობილი, რათა მომავალ ბრძოლებში ჩვენ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. რაც შეეხება კონკრეტული სამხედრო თუ სამხედრო–პოლიტიკლური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხს, ეს ამ კვლევის საგანი არ არის.

 

ეს კვლევა დასრულებულია. გენერალურმა შტაბმა აპრილის ბოლოს წარმომიდგინა. ჩვენ გარკვეული კითხვებით უკან დავუბრუნეთ, რადგან მგონია, რომ კიდევ დარჩა გარკვეულ საკითხებზე პასუხები გასაცემი. როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ პოლიტიურ ხელმძღვანელობას, პრემიერ–მინისტრს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს გავაცნობთ იმ ნაწილებს, რაც აუცილებელია, რომ იცოდნენ“,– განაცხადა ალასანიამ.

 

ამასთან, მისივე თქმით, კვლევის მხოლოდ ზოგადი ნაწილი განსაჯაროვდება, სადაც იქნება საუბარი იმაზე, თუ რა საკითხები იქნა შესწავლილი, როგორი დასკვნები გაკეთდა და ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად რა ღონისძიებები გატარდა.   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია