დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/10 15:19:48
არასამთავრობო ორგანიზაცია Transparify-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 47 ქვეყანაში მოღვაწე 169 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობა არის შეფასებული. მათ შორის –საქართველოსიც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგში უმაღლესი ქულა მიიღეს და საუკეთესო 21 ორგანიზაციას შორის მოხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,  Transparify-მ შეადგინა რეიტინგი, სადაც გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით ორგანიზაციებს 0-დან 5 ქულამდე (სადაც „5“ „ყველაზე გამჭვირვალეს“ ნიშნავს) აქვთ მინიჭებული.
საქართველოდან კვლევისთვის რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა, მათ შორის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“  (EPRC) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომლებიც უმაღლესი ქულით – 5-ით შეფასდნენ. აღსანიშნავია, რომ 169 ორგანიზაციის საშუალო შეფასება 2.2 ქულაა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და 2.6-ის ტოლია.
საერთო ჯამში, 5 ქულა გამჭვირვალობაში 169-დან მხოლოდ 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიმსახურა. შეფასება 2013 წლის ნომებრიდაბ 2014 წლის თებერვლამდე მდგომარეობით მოხდა.
შეფასება გულისხმობს, რომ ეს ორგანიზაციები საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარი დონორების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, თანხებისა და დაფინანსებული პროექტების მითითებით.
კვლევაში ნათქვამია, რომ ეს 21 ორგანიზაცია ამ სფეროში ოქროს სტანდარტს ადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის პროცესის მნიშვნელოვანი აქტორები არიან. მათი დანიშნულებასა და მანდატს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკის მიმღებთათვის რეკომენდაციების გაწევას წარმოადგენს, რითიც ისინი პოლიტიკის ფორმირების პროცესში იღებენ მონაწილეობას.
სწორედ ამიტომ მათ თავადაც აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ საკუთარი დაფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა, ეკა გიგაური ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ ფინანსური გამჭვირვალობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „ხშირად ისმის შეკითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ყველა ასეთ განცხადებაზე პასუხად ჩვენი ვებგვერდის იმ განყოფილებაზე მივუთითოთ, სადაც სრულყოფილად არის მოცემული ჩვენი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია.
“ EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით კი, „ანალიტიკური ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: პირველი – საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება ჩვენი საქმიანობა და მეორე – იმისათვის, რომ მთავრობას მოვთხოვოთ, იყოს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. პირველ რიგში, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მათთვის მაგალითის მიმცემი.“  
Transparify-ის რეიტინგი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მათი დონორების შესახებ. საგულისხმოა, რომ კვლევაში მოხვედრილ 169 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მხოლოდ 35-ს აქვს სრულად გაცხადებული ინფორმაცია საკუთარი დაფინანსების შესახებ, ხოლო 134 ორგანიზაცია არასაკმარისად გამჭვირვალეა.  
Transparify-ს პროექტი ღია საზოგადოების ფონდების (OSF)-ის გრანტის ფარგლებში ხორციელდება და მსგავსი რეიტინგი მომავალ წელსაც გამოქვეყნდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია