დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ტურიზმის განვითარების მიზნით 80 სტუდენტი გადამზადდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/09 12:46:03

ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობას“ ოფისში  პროექტის ,,იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარება და  ადგილობრივი ტურისტული ბაზრის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია გაიმართა.


 შეხვედრა გახსნა პოლონური ორგანიზაციის განვითარების თანამშრომლობის საბჭოს წევრმა ედიტა ტუკმა.

 

 აღნიშნული პროექტი  თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

 

ედიტა ტუკის თქმით, პროექტი მარტის თვეში დაიწყო, მაგრამ ანალიზი გასული წლის სექტემბერში გაკეთდა. იგი სავარაუდოდ შემოდგომას დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუთაისში 80 სტუდენტი გაივლის დაგამზადებას. საიდანაც, 40 გიდის განხრით და 40 ტურიზმის ბიზნესის კუთხით გადამზდდება.

 

"ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი არის იმერეთის 12 რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა, რასაც სპეციალურად შექმნილი მკვლევართა ჯგუფი შეისწავლის, შემდეგ კი შეიქმნება მონაცემთა ბაზა და ნებისმიერ ტურისტს ექნება სრული ინფორმაცია თუ სად წავიდეს. ჩვენ გადავამზადებთ ქუთაისელ სტუდენტებს და ხელს შევუწყობთ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. "-განაცხადა ედიტა ტუკმა.

 

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის, ტუროპერატორების: ,,ბაგრატი 1003“, იმერეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონალური ასოციაცია "იმერტური"-, "კოლხიტური"-, შპსგალანტრეველი“- ხელმძღვანელი პირები. ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი) წარმომადგენლები და სტუდენტები.


პროექტის მეორე ეტპი, როგორც ცნობილი გახდა, აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება, ხოლო საბოლოო სახეს სავარაუდოდ შემოდგომას მიიღებს.

 

 

 

 
  http://www.polskapomoc.gov.pl/files/Logo/wersje_jezykowe/gruzinski.jpg,http://www.polskapomoc.gov.pl/files/Logo/wersje_jezykowe/gruzinski.jpg,http://www.polskapomoc.gov.pl/files/Logo/wersje_jezykowe/gruzinski.jpg

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია