დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისის ოპერა ფინანსურად უხერხულ მდგომარეობაშია"–გოგი ჭიჭინაძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/08 16:22:46

ხატია ვედმედევას ბრალდებაებს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე საგანგებო ბრიფინგით პასუხობს. ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ვედმედევას თავად სთხოვა განცხადების დაწერა, იმ მიზეზით, რომ ხატია დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. ისივე თქმით, შეუძლებელია  დირექტორის პოსტზე იყოს ადამიანი, რომელსაც ისეთი შეურაცხმყოფელი რაღაცეები აკადრეს, რაც ხატია ვედმედევას.


ჭიჭინაძე, ასევე არ ადასტურებს, რომ ვედმედევას გათავისუფლება მთავრობიდან მოსთხოვეს.


"მე არ ვარ ის ადამინაი, რომელსაც რაიმეს აიძულებენ, ამას ვერავინ ვერ მაკადრებს. ჩვენ არ გვქონია კონფლიქტი, მაგრამ, ის არ არის კარგი მენეჯერი და შევთავაზე უკეთესი იქნებოდა თანამდებობა დაეტოვებინა. რაც შეეხება ფინანსურ ვითარებას, ამ ეტაპზე თეატრი ფინანსურად უხერხულ მდგომარეობაშია.


ჭიჭინაძე ამბობს, რომ ოპერაში არ შეშვების შესახებ განკარგულება არ გაუცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპერის თანამშრომელსაც  კი არ აქვს უფლება მის გარეშე რაიმე შეკრება გამართოს დაწესებულებაში, მით უმეტეს გათავისუფლებულ თანამშრომელს.


რაც შეეხება ოპერის თეატრის ახალ დირექტორს აცხადებს, რომ ჯერ უცნობია ვინ დაიკავებს ამ პოსტს, თუმცა კანდიდატს მხოლოდ  ღირსეულობით და პოროფესიონალიზმით შეარჩევს.

 

                                

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია