დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხატია ვედმედევას ოპერის თეატრში არ უშვებენ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/08 15:06:17

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის გარშემო ხმაური კვლავ გრძელდება, ამჯერად თანამდებობა ოპერის დირექტორს ხატია ვედმედევას დაატოვებინეს და გავრცელებული ინფორმაციით წინამორბედის მსგავსად შენობაში არ უშვებენ.


თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ვედმედევამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი ოპერის წინ გამართა და წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.


"გოგი ჭიჭინაძე ჩემთან შემოვიდა და მითხრა, უხმაუროდ დამეწერა განცხადება და თანამდებობა დამეტოვებინა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ცენტრალური ხელისუფლებიდან გამათავისუფლეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არარსებული მიზეზით ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო გამათავისუფლეს, რაც სიმართლე არაა და ოპერის თეატრს ეს პრობლემა ჩემს მისვლამდეც ჰქონდა. ჭიჭინაძემ, ასევე იცრუა, როდესაც თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პროექტის დაფინანსებას დაგვპირდა, მარგველაშვილმა უბრალოდ პროექტი მოიწონა. არ ვაპირებ, ეს ამბავი ასე დავტოვო და სიმართლის დასადგენად აუცილებლად მივმართავ მთავრობას"–განაცხადა ხატია ვედმედევამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია