დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა – ნარკომანიას!
ბიო კლავს!!! – საჯარო ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტში
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/05/08 10:46:20

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საგანი „დემოკრატიულობა და მოქალაქეობა“ თვითმმართველობის დაფინანსებით, პირველკურსელთა აქტიურობითა და ქალბატონ ქეთევან კუხიანიძის ხელმძღვანელობით, აგრძელებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.


7 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სტუდენტების – თამარ კეზევაძის, თამუნა მინდიაშვილის და თაკო ბურჯალიანის ორგანიზებით უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ბიო ნარკოტიკთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა.


დაინტერესებულ სტუდენტებს ნარკოლოგ–სპეციალისტი, ბატონი ალექსანდრე აბულაძე  ესტუმრა და ჩაუტარა ლექცია ბიონარკოტიკის შეესახებ. ლექცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და  ძალიან საინტერესოდ, კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოხდა ბევრი ინფორმაციის გაცვლა.


„ჩვენ ანტიპროპაგანდას ვუწევთ ბიოს, ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ბევრი ადამიანი შეეწირა იმის არ ცოდნას, თუ რა ზიანი მოაქვს მას ადამინის ჯამრთელობისთვის. ჩვენ ვატარებთ ამ ლექციას სტუდენტებისთვის, რათა მეტად ინფორმირებულები გახდნენ ისინი ამ საკითხში." – განაცხადა ბატონმა ალექსანდრემ.


უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულ სტუდენტთა 90%–მა არ იცოდა, რა ზიანი მოჰქონდა ბიოს მოხმარებას და საერთოდ, თუ რა არის ის. ინფორმაციის მარტივად გავრცელებისთვის გოგონებმა დაბეჭდეს  ფლაიერები შემდეგი შინაარსით:


ბიო იწვევს: ინტენსიურ რეილუზიას; გახანგრძლივებულ ფსიქოზურ მდგომარეობას; ჰალუცინაციებს; ქრონიკულ დამოკიდებულებას; სუიციდისკენ მიდრეკილებას.

 

და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა დღეში შეიძლება, ჩააგდოს თქვენი სხეული და გონება ამ ნარკოტიკმა.

 

ბიოს გამოწერა ხდებოდა სხვადასხვა საიტებიდან, მისი ფასი 50 ევროდან იწყებოდა და იგი საქართველომდე მოდიოდა ფოსტით . მისი საქართველოში ჩამოტანა არ ისჯებოდა კანონით და მისი მოწევა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.  თუმცა, პირველი მაისიდან ძალაში ევიდა კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა. შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია