დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა ხონელებს „ხონელობის“ დღესასწაული მიულოცეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/07 11:45:43

 ხონის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, გიორგობის დღესასწაულთან ერთად „ხონელობაც“ იზეიმეს. ადგილობრივებს დღესასწაული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა ალექსანდრე იოსებაშვილმა და დავით უშხვანმაც მიულოცეს.

 

ხონის მუნიციპალიტეტსა და თითოეულ ადგილობრივს ვულოცავ რაიონის დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ დღეს შექმნილი საზეიმო განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაჰყოლოდეთ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ყოველთვის მიესალმება მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას, რადგან ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას რეგიონში“. - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილემ დავით უშხვანმა.


სახალხო ზეიმი რაიონში წირვა-ლოცვით დაიწყო და შემდეგ ეპიცენტრმა ხონის ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული, შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. დღის ბოლოს კი კულტურის ცენტრში საქველმოქმედო სპექტაკლიათვინიერებენ მიმინოსაჩვენეს, საიდანაც შემოსული თანხა ლუკა კოტიშარის დახმარების ფონდში გადაირიცხება. „ხონელობისტრადიციას რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს. ხონის მუნიციპალიტეტში მე-8 საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არის და შესაბამისად, ეს დღე რაიონში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია