დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/05 20:20:38

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისთვის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ დააწესა  ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400, ხოლო ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 200 ლარის ოდენობით.

 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ერთჯერადი სოციალური დახმარება 2204 ვეტერანსა და 631 მარჩენალდაკარგულს გადაეცემა.


საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, (გარდა თბილისისა) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, დედაქალაქში კი  თბილისის მერია. ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულებს თანხის მიღება ხვალიდან (6 მაისიდან) შეეძლებათ. ფულადი დახმარება გაიცემა „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით.


ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია