დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ორმაისობის საზეიმო ვახშამზე ქუთაისის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/05 14:28:38

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ორმაისობის დღესასწაულზე ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებენ.


პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ორმაისობა, ეს იყო გიმნაზიელი ქალბატონების მიერ დაწყებული კეთილშობილური აქცია, რომელიც გვირილების გაყიდვით სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდა, მაგრამ, მისივე განცხადებით, არცერთ დიქტატორულ ხელისუფლებას არ სურს ასეთი აქციები და ადამიანები, ამიტომ ხდება ამ ტრადიციის გადაფარვა გასართობი შოუებით.


„სამწუხაროდ კომუნისტრმა პარტიამ მოახერხა ორმაისობის მნიშვნელობა შეცვლა და გადააქცია პომპეზურ სანახაობად, იგივე გააგრძელა „მოქალაქეთა კავშირმა, „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ და ახლა კიდევ ქართულმა ოცნებამ“, ისინი მხოლოდ სანახაობას სთავაზობენ ხალხს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ხალხი საზეიმოდ გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ეს დღესასწაული 250 კაციანი სუფრით არ უნდა დასრულდეს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯტს 30 000 ლარი დაუჯდა. საარჩევნოდ ხშირად ივლიან ქუთაისში მინისტრები, მინისტრთა მოადგილეები და სხვა სხვა წარჩინებული გვამები და მათი ვიზიტი ბიუჯეტს არ უნდა ანადგურებდეს. მოვუწოდებ ქუთაისის მმშ–ს შოთა მურღულია, ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლებას, ნუ დახარჯავს ბიუჯეტს არამიზნობრივად და „ჭამე ნოდარის, ჭამე შოთად ნუ გადააქცევს“. სამწუხაროდ ათასობით ლარს ხარჯავენ ვახშამზე, იმ ქალაქში, სადაც მოსახლეობის 80% იმაზე ფიქრში ათენ–აღამებს, როგორ გამოკვებოს ოჯახი“–განაცხადა გოგი წულაიამ.


წულაის ბრალდებას შოთა მურღულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდება სინადვილეს არ შეესაბამება და ხარჯები დოკუმენტალურად ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


„აბსურდული თანხებია და წარმოუდგენელია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია, მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ მილიონი დაიხარჯა, მაგრამ, ეს ასე არის. მე პირადად მკაცრად ვაკონტროლებდი თანხების მიზნობრივ ხარჯვას და თითო კაცზე მინიმალური თანხა დაიხარჯა. რაც შეეხება ვახშამს, ეს ადამიანები ქალაქის სტუმრები იყვნენ და ამიტომ მოხდა მათი გამასპინძლება, არასოდეს ვიკადრებ საკუთარ სტუმარს ბიუჯეტის ხარჯზე გავუმასპინძლდდე“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია