დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობამ ორმაისობის დღესასწაულზე ექვსი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/05/02 14:47:02

ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლეს.

 

 შეხვედრაზე  ლატვიის, ირანის, ჩინეთის ელჩებთან ერთად საქართველოში ნატოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

საპატიო სტუმრებმა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მთელს ქალაქს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი რანგის სტუმრების მიღება, აქ არიან საპატიო სტუმრები ჩვენი დაძმობილებული ქალაქებიდან და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ორმხრივი თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო გაღრმავდება.“ – აღნიშნა ქუთაისის  მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია