დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/01 18:19:08

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის ოლქებში მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დღეიდან დაიწყო. ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში მოხვედრას ქუთაისელთათვის კარგად ნაცნობი სახეები შეეცდებიან.


საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა: გია თევდორაძემ, გიორგი ვაშაძემ და დავით საყვარელიძემ დღეს კადიდატები კახიანოურის და ავტოქარხნის ამომრჩევლებს წარუდგინეს.


კახიონოურში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მერიის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ქორიძე, ავტოქარხნის ოლქებში კი მერისა საბინაო სამსახურის ყოფილი უფროსი კახაბერ ხვარეშია და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი გაგა მანაგაძე იყრიან კენჭს.


„ჩვენ შევეცდებით ვიბრძოლოთ ქუთაისელთა პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ქუთაისი დარჩეს საპარლამენტო ქალაქი. სამწუხაროდ, დღეს ყველა გარბის ამ ქალაქიდან, ჩვენ შევეცდებით ნიჭიერი ახალგაზრდები შევუნარჩუნოთ ქუთაისს“-განაცხადა კახა ქორიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია