დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწრაფოდ მიმართეთ იუსტიციის სახლებს, რათა არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა – წულუკიანი
2014/05/01 14:47:12

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, მისი თქმით, გაყალბებულ პირადობის მოწმობებთან და სხვა სააქტო ჩანაწერებთან დაკავშირებით ამნისტია მოქმედებს დაყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლებს, რათა მათ წინააღმდეგ არ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ყალბი დოკუმენტები უნდა გაუქმდეს და ჩვენ ერთ ადამიანზე ერთი დოკუმენტი მივიღოთ“.


ამასთან, 1 ივნისამდე, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც პირადობის მოწმობაზე უწერია უმისამართო, რომელიც არის რეგისტრაციიდან მოხსნილი, ან რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელით ტელეფონით დაუკავშირდებიან,  თითოეულ მათგანს მინისტრი ურჩევს  სასწრაფოდ, „რადგან დარჩა მხოლოდ 1 თვე“, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების სააგენტოს, უფასოდ, ან გადაიღონ შესაბამისი მონაცემების ფოტოსურათი, სტანდატული ფოტო, ან აიღონ უფასოდ ელექტრონული პირადობის მოწმობა. „დღესვე, ყველა მოქალაქემ ჩახედოს თავის პირადობის მოწმობას და თუ იქ უწერია უმისამართო, შეუძლიათ 1 თვის მანძილზე მობრძანდნენ და აიღონ ახალი, უკვე მისამართით რეგისტრირებული პირადობის მოწმობა“.


 „ეს არ არის უბრალოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, რაც აგრეთვე მისასალმებელია, ეს არის ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და იმ საარჩევნო სიაზე ზრუნვა, რომელიც არის ჩვენი ცივილიზებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი“. აღნიშნავს თეა წულუკიანი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია