დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია(VIDEO)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/01 13:56:50

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პირველი საფეხურის სასწავლო შენობაში სწავლის პროცესი შეწყდა.

 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, დილიდან სკოლის შენობასთან და შიგ შენობაში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ბავშვები სახლში გაეშვათ.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახური. მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის გაზის სუნი. წინასწარი ვერსიით, შესაძლოა, გაზის მძაფრი სუნის წყარო სკოლის გვერდით მდებარე, მშენებარე კორპუსი იყოს.

 

ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რა მოხდა სინამდვილეში, სკოლის დირექციამ სწავლის პროცესის ერთი დღით შეწყვეტა გადაწვყიტა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია