დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის პარალიზებით იმუქრებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/01 11:54:21

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ დაყრუებულ ხელისუფლებას მიაქციოს საკუთარ მოქალაქეებს ყურადღება“-ამ სიტყვებით დაიწყეს ბრიფინგი იპოთეკით დაზარალებულებმა. როგროც მათ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნეს, ხელისუფლება, რომელიც უამრავი დაპირებით მოვიდა საერთოდ დაშორდა ხალხს და მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.


„სამწუხაროდ, ეს ხელისუფლებაც მხოლოდ დაპირებით და ტყუილებით მოვიდა და დღესმდე ასე გრძლედება. ჩვენი არაერთი აქციის მიუხედავად არავის ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია. დღეს გამაფრთხილებელ ბრიფინგს ვმართავ და თუ ესეც არ გამოიღებს შედეგს, პირობას ვდებთ გადავკეტავთ პარლამენტთან მისასვლელს, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ მივცემთ და მთლიანად მოვახდენთ პარლამენტის პარალიზებას“-განაცხადა  იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა იმერეთში დარეჯან სულაქველიძემ.


იპოთეკით დაზარალებულთა განცხადებით, გამოსახლების საფრთხის წინაშე საქართველოს მასშტაბით სულ 1500 ოჯახია, აქედან 242 იმერეთში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 30-35 მილიონი ლარია საჭირო.


 

იპოთეკერებმა, ასევე აღნიშნეს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მასობრივი გამოსახლებები იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია