დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთათვის ფართების დაკანონების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს – საქართველოს სახალხო დამცველი
2014/04/30 17:05:47

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმადევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

 

ანგარიშში განხილულიასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებსაქართველოს ახლადმიღებული კანონი, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან, ვიდრე მისი წინამორბედი. თუმცა, კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები და 2014 წელი გვაჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება ახალი კანონის იმპლემენტაცია არსებულ რეალობაში.

 

2013 წელს ჩატარდა დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, რომლის მონიტორინგში სახალხო დამცველთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა ხასიათის პრობლემები გამოვლინდა, თუმცა, მთლიანობაში პროცესი დადებითად უნდა შეფასდეს.

 

დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე, სახელმწიფოს პრიორიტეტი კვლავ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება. ანგარიშში საუბარია კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესზე, რომელშიც გამოიკვეთა რიგი პრობლემები, მათ შორის უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები.


კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს კომპაქტურად განსახლების ობიექტებში დევნილთა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი, რაც  გრძელვადიანი განსახლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმაა.

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრობლემებს შორის აღსანიშნავია უსაფრთხოება, ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები რუსი ან ოსი მესაზღვრეების მიერ, სოფელში მცხოვრებთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, უგზოობა, მოსავლის რეალიზაცია, და .. 2013 წელს .. მავთულხლართების გავლების პროცესის შედეგად რამდენიმე სოფელს ჩამოეჭრა სახნავ-სათესი მიწები, ხოლო რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. პოზიტიურ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია 2013 წელსგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისშექმნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია