დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფონდ „ქართუს“ პასუხი „რუსთავი-2“-ს
2014/04/30 14:01:25

ივანიშვილის ფონდი განმარტავს, რა მიზეზით თქვა უარი ზოგიერთი პროექტის დაფინანსებაზე

 

26 აპრილს რუსთავი 2“-მა გადაცემა „კურიერში“ მიმოიხილა ის  პროექტები, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა და მიმდინარე მომენტისთვის შეწყვიტა, ან შეამცირა მათი მხარდაჭერა. ფონდმა „ქართუმ“ ამ სიუჟეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

უკანასკნელ ხანს ზოგიერთი მედიასაშუალება აწარმოებს მიზანმიმართულ და ყოვლად აღვირახსნილ კამპანიას ფონდქართუსმიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ტელეკომპანიარუსთავი 2“, რომელმაც 26 აპრილს საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერშივრცელი სიუჟეტი დაუთმო ფონდქართუსმიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტებს და მისთვის ჩვეული ცინიზმით შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მაყურებელი. აღსანიშნავია, რომკურიერისმიერ ამგვარი სიუჟეტის მომზადება პირველი შემთხვევა არ არის. ეს ტელეკომპანია ადრეც იყო შემჩნეული ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არასწორი, ტენდენციური და, ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში. სრულიად აშკარაა, რომ ეს ცილისმწამებლური კამპანია ერთადერთ მიზანს ისახავს, - როგორმე ჩირქი მოსცხოს და მაქსიმალურად დააკნინოს ფონდქართუსადა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამაგი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე.

 

სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფონდ ქართუსმიერ განხორციელებულ აგროპროექტს. ეს სიუჟეტი იმ მოსაზრების გავრცელებასა და დამკვიდრებას ემსახურება, თითქოს ფონდმა თავისი პროექტი სახელმწიფოს გადააბარა, რითაც მას დამატებითი ხარჯი და თავისტკივილი გაუჩინა. სწორედ ამიტომ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება გავაკეთოთ:

 

როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე შესთავაზა წინა ხელისუფლებას დახმარება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში. 2004-2006 წლებში ფონდი ახორციელებდა ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას. თუმცა, შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამ დარგის განვითარებაზე. მიზეზად დასახელდა, რომ კილოგრამი ყურძნის ფასი არ უნდა ყოფილიყო 20 თეთრზე მეტი, რადგან საკონიაკე სპირტი არარენტაბელური გახდებოდა. ამ არასწორ პოლიტიკას, როგორც ცნობილია, შედეგად მოჰყვა ვენახების ფართობების მკვეთრი შემცირება და ის, რომ ქართველმა ფერმერებმა მასობრივად დაიწყეს ვაზის გაჩეხვა. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას - ხელს არ უწყობდა ადგილობრივ აგრარულ წარმოებას, ფონდმაქართუმშეიმუშავა საკუთარი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და აღჭურვილობის მქონე აგროსამრეწველო ცენტრი, რომელმაც მოიცვა 318 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ამ მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა ბოსტნეულის, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით. საქართველოს ყველა კუთხეში, აგრეთვე მსოფლიოში არსებული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებში ფონდმა ქართუმმოაგროვა და ჩამოიტანა 400-ზე მეტი უძველესი ქართული ვაზის ჯიში, რომლებიც პრაქტიკულად გაქრობისა და გადაშენების პირას იყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში შეიქმნა ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები. ათასობით ადგილობრივ ფერმერსა და გლეხს უფასოდ დაურიგდა ხეხილისა და ვაზის ახალი პერსპექტიული ჯიშების ნერგები, რითაც მათ საშუალება მიეცათ გაეუმჯობესებინათ თავიანთი მეურნეობები.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის სამუშაოები, რომლებიც გასწია ფონდმა ქართუმკარტოფილის მოყვანის საქმეში. პერუდან (კარტოფილის სამშობლოდან), კონკრეტულად კი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრ „СIP“-იდან ყოველწლიურად შემოგვქონდა კავკასიის რეგიონისათვის სპეციალურად გამოყვანილი 10-15 კარტოფილის ჯიში. გაწეული სამუშაოების შედეგად, საქართველოში პირველად გამოვიყვანეთ კარტოფილის 3 ახალი ქართული ჯიში, კერძოდ, დარეგისტრირდამესხური“, „მესხური წითელიდაჯავახურიჯიშები, რომელთა მიღებას ქართველი ფერმერები უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ.

 

ყველა ასეთი პროექტის განხორციელებისას ფონდიქართუარათუ რამენაირად პრივილეგირებული იყო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ხშირად ხელსაც კი გვიშლიდნენ მიწის ფართობის შესაძენ ტენდერებში. მიუხედავად ამისა, ფონდი ქართუსპროექტი წარმატებით განხორციელდა და დღეს გვაქვს მძლავრი აგროცენტრი, რომელიც უამრავ სარგებელს მოუტანს ქართულ სოფლის მეურნეობას. ეს ცენტრი, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით, ფონდმაქართუმუსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

 

მარტივად რომ ავხსნათ, ფონდმა საკუთარი ხარჯებით შექმნა მრავალმილიონიანი საწარმოო-კვლევითი ცენტრი და ის უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, რადგან ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა სწორედ რომ სახელმწიფოს პრეროგატივაა და კერძო ფონდი არ უნდა ახდენდეს სახელმწიფო ფუნქციების დუბლირებას. დღეს უკვე სახელმწიფო აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. მას შეუძლია ან დაიტოვოს აღნიშნული ცენტრი და მისი სწორი მართვით ხელი შეუწყოს ქართველ ფერმერებს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული კომპლექსი აბსოლუტურად რენტაბელურია და არ საჭიროებს რამე სახის დოტაციებს, ანდა თუ ჩათვლის, რომ აღნიშნული ცენტრის შენარჩუნება არ არის მისთვის მიზანშეწონილი, მოახდინოს ცენტრის პრივატიზაცია და მისი რეალიზაციით მიიღოს შესაბამისი მრავალმილიონიანი შემოსავალი.

 

ეს არის აგროცენტრთან დაკავშირებით საქმის ნამდვილი ვითარება, თუმცა ტელეკომპანიამ სურათი სულ სხვაგვარად დახატა. ტელეკომპანია რუსთავი 2" აპოლოგეტია იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოში ქართველ გლეხს საკუთარი ხელით გაეჩეხა ვენახი. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ამ ტელეკომპანიამ ფონდი ქართუსაგროპროექტი ბიძინა ივანიშვილის პირად ახირებად წარმოაჩინა.

 

რუსთავი 2-ისსიუჟეტის მეორე ნაწილში ლაპარაკი იყო ბათუმში მშენებარე რაგბის სტადიონის დაფინანსებაზე. აღინიშნა, თითქოს „...ბათუმის თვითმმართველობამ სტადიონის მშენებლობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ფირმას ტენდერის გარეშე გადასცა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოუყო".


ინფორმაციის ამგვარი ფორმით მიწოდება, ეს არის პირდაპირი ტყუილისა და ნახევრად სიმართლის კლასიკური ნაზავი. ამ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: ფონდქართუსარა აქვს და ვერც ექნება ვერანაირი ვალდებულება სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ. რაგბის სტადიონების ქსელის მშენებლობა ფონდის კეთილი ნებით ხორციელდება. ამით ფონდი მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება სახელმწიფოს, რომლის უშუალო ფუნქციაც არის ქვეყნის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. შესაბამისად, უადგილო და აბსურდულია იმის თქმა ან მინიშნება, თითქოს ფონდი ქართუდა ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ თავიანთი ვალდებულებები გადააბარონ სახელმწიფოს.

 

სრული სიცრუეა ის, რომ სტადიონის მშენებლობის მწარმოებელი ორგანიზაცია - „ასოციაცია ატუეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ძმას - ადიკო ივანიშვილს. ადიკო ივანიშვილი არ არის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და არ მონაწილეობს მმართველი ორგანოების საქმიანობაში. პასუხისმგებლობის მქონე მედიასაშუალებას მარტივად შეუძლია ამის გადამოწმება სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა ბაზაში, რომელიც საჯაროა. ტელეკომპანიარუსთავი 2“ სულ თავს იწონებს თავისი პროფესიონალიზმით და ამ ვითარებაში გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი ასეთი პროფესიონალიზმის პრეტენზიის მქონე ტელეკომპანიას, რომ ინფორმაციის გავრცელებამდე ელემენტარულად გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია.

 

რაც შეეხება რაგბის სტადიონების პროგრამას, უნდა აღინიშნოს, რომ ფონდიქართუბოლო რამდენიმე წელია აქტიურად აშენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის სტადიონების ქსელს. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე აშენდა სტადიონები თბილისში (ავჭალა და დიღომი), ასპინძაში, მარტყოფსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს დიდი დიღმის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთისა და გორის სტადიონების მშენებლობა. სახელმწიფოს ნაწილობრივი თანამონაწილეობა მხოლოდ ბათუმის სტადიონის მიმართებით არსებობს, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი - 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა დახმარებოდა რაგბის ეროვნულ ჩემპიონატს, რისთვისაც მობილიზებულ და გამოყოფილ იქნა 3.6 მილიონი ლარი. ვინაიდან იმ დროს უკვე დაწყებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი და მთავრობას კანონმდებლობის შესაბამისად არ ჰქონდა უფლება შეეცვალა დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტი, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, რომ ფონდი ზემოხსენებული თანხის ფარგლებში დახმარებოდა რაგბის კავშირს. ფონდმა ქართუმგაითვალისწინა ეს თხოვნა და 2013 წელს 3.6 მილიონი ლარი გამოყო ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებისათვის. სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ მიზნისთვის უკვე მობილიზებული საკუთარი სახსრები გადაამისამართა ბათუმის რაგბის სტადიონის მშენებლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხა ფარავს სტადიონის მშენებლობის ხარჯის ნახევარზე ნაკლებს. შესაბამისად, სხვაობას ისევ ფონდიქართუშეავსებს. 


კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსთვის და მათი დასრულების შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში სრული აბსურდია ნიშნის მოგებით ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფომ ამ ობიექტებიდან ერთ-ერთისთვის ნაწილობრივად გამოყო სახსრები. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვის, თუ არა სახელმწიფოს, უნდა გამოეყო სახსრები აღნიშნული მშენებლობისათვის? ვისთვის აშენებს ამ სტადიონებს ფონდიქართუ“, თუ არა სახელმწიფოსთვის?

 

ანალოგიური ვითარებაა საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსების საკითხთან დაკავშირებითაც. წინა წლებში, როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ ზრუნავდა ქმედით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე, ფონდი ქართუ“, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, შეეცადა ერთ კონკრეტულ რაიონში, კერძოდ საჩხერეში, ჩამოეყალიბებინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. ამ მიზნით, მართვაში იქნა აღებული საჩხერის საავადმყოფო და რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა მრავალმილიონიანი კაპიტალდაბანდება მისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. აშენდა რამდენიმე ახალი ბლოკი. გარდა ამისა, პარალელურად, წლების განმავლობაში მოქმედებდა რაიონის მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათასობით ადამიანს გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ შეიმუშავა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აამოქმედა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ფონდის შესაბამისი სადაზღვევო პროგრამა ზედმეტი აღმოჩნდა. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო პროგრამების დუბლირება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ფონდმა 2014 წლიდან შეაჩერა საჩხერის რაიონის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა. თუმცა ფონდი კვლავაც აგრძელებს საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას.

 

2014 წელს არსებული გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში, ამ მიზნისათვის გამოყოფილია შესაბამისი სახსრები, რომელიც ხმარდება პერსონალის ხელფასებს, მედიკამენტებისა და ახალი აპარატურის შეძენას. გარდა აღნიშნულისა, ფონდი მიმდინარე წელსაც აფინანსებს ახალი სამედიცინო ბლოკების მშენებლობას.

 

ამ ფონზე, ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ფონდმა შეწყვიტა საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსება, მორიგი დეზინფორმაციაა.

 

 

 ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არასდროს უცდია გამოეყენებინა ფონდიქართუსსაქმიანობა წინასაარჩევნო დივიდენდების მოსაპოვებლად. ფონდი არასოდეს ახდენდა თავისი საქმიანობის აფიშირებას. მეტიც, ფონდის ბენეფიციარებს ხელშეკრულებით ჰქონდათ აკრძალული ეხსენებინათ ან რამენაირად ხაზი გაესვათ მათ დაფინანსებაში ფონდის წვლილზე. ფონდ ქართუსმრავალმხრივი საქმიანობის დეტალური განხილვის გარეშეც, ამ განცხადებაში მოყვანილი მხოლოდ რამდენიმე პროექტის აღწერაც კი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს მადლიერების გრძნობა გაუჩნდეს იმ საქმიანობისადმი, რომელსაც ჩვენ ვეწევით. ნაცვლად ამისა, „რუსთავი 2“-ის ცინიზმი იქამდე მიდის, რომ ლამისაა დანაშაულად ჩაუთვალოს მოღვაწეობა ფონდ ქართუსადა პირადად ბიძინა ივანიშვილს, - ნათქვამია განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია