დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქვევრს ძეგლი დაუდგეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/30 11:59:26

ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ქვევრს ძეგლი დაუდგეს.


ძეგლის დადგმა პატრიარქის კურთხევით ჩოხოსანთა საზოგადოების თაოსნობით მოხდა. ქვევრი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, მოქანდაკე გიორგი კიკვიძის მიერ დამზადებულ პიედისტალზე დამონტაჟდა, პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის თვითმმართველობის კეთლმოწყობის სამსახური.


ძეგლის გახსნა 2 მაისისთვისაა დაგეგმილი, გათვალისწინებულია საჯარო ლექციები ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ.


უნდა აღინიშნოსრომ 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით და იუნესკოს (არამატერიალური კულტურული დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე) გადაწყვეტილებით, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია