დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქართველი იუნკერი ვიტალი უგრეხელიძე გაიხსენეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/29 15:37:24

ქუთაისში ქართველი იუნკერის, საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობითვის მებრძოლის, პოლონური ლიტერატურის მთარგმნელისა და ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლის პოლკოვნიკ ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებითქუთაისიდან ლონდონამდეგაიართა.


ღონისძიება ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის შალვა კამლაძის ორგანიზებით გაიმართა. მასში ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა პოლონელი მწერლის ადამ მიცკევიჩის ნაწარმოებიდან, (რომელიც ვიტალი უგრეხელიძემ თარგმნა ქართულად) ნაწყვეტები წაიკითხეს.


ღონისძიებას ვიტალი უგრეხელიძეის ძმისშვილები: თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე და მინდია უგრეხელიძე ესწრებოდნენ.


როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშვა, მნიშვნელოვანია, რომ სახელოვანი პოლკოვნიკი ქუთაისში გაიხსენეს.


„5 აპრილს ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაასაფლავეს. მთელი მისი ახალგაზრდობა დაკავშირებული იყო ქუთაისთან, აქ სწავლობდა. შემდეგ ის წავიდა და იბრძოდა პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის. მას იმდენად უყვარდა ქუთაისი, რომ ბავშვებს ზღაპრების ნაცვლად ქუთაისის ამბებს უყვებოდა. მიხარია, რომ მისმა თანამოქაალქეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს სახელოვანი იუნკერი“–განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.


დღეს  ვიტალი უგრეხელიძეს გარდაცვალებიდან 50 წელი შეუსრულდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია