დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რადიო „რიონის“ ორი წლის იუბილე და ორი ახდენილი ოცნება გიგა კაპეტივაძის ხსოვნის პატივსაცემად(VIDEO)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/28 16:38:26

რადიო „რიონი“ ორი წლისაა. უკვე ამდენივე წელია, რადიო სიხშირით FM 105.5 მსმენელის ახალი ამბებით უზრუნველყოფას ცდილობს და მუსიკალურ განწყობას ქმნის.

 

რას ნიშნავს რადიო „რიონის“ ორი წლის იუბილე გუნდისთვის, ახალგაზრდა რადიოს ახალ და უკვე სტაჟიან თანამშრომლებს ვესაუბრეთ.

 

ლევან ქემოკლიძე, მუსიკალური წამყვანი: „ის, რომ რადიო „რიონი“ რეიტინგულია და ჩვენ გვყავს მსმელელთა ფართო აუდიტორია, ეს ფაქტია და ამაზე რეიტინგებთან ერთად ყოველდღიური  ზარებიც მოწმობს. ჩვენ ამ ორი წლის მანძილზე შევძელით, შეგვეღწია ბევრი მსმენელის ოჯახში და ისინი ჩვენი გულშემატკივრები და ერთგული მსმენელები გაგვეხადა.  წინ ძალიან ბევრი რამეა და ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით.“

 

ჟუკა ბანძელაძე, ჟურნალისტი: „როდესაც რადიო „რიონი“ შეიქმნა, გვქონდა ისეთი განწყობა, როგორც პატარა ბავშვის მიმართ გაქვს, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. არ მინდა, ვიყო სუბიექტური და არ ვიტყვი, როგორ გამოგვდის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ამას მსმენელი შეაფასებს. ვიტყვი, რომ ეს არის ადგილი, სადაც საქმესთან ერთად ყოველთვის მეგობრული და კოლეგიალური გარემოა.“

 

ნინია კერელეიშვილი, ჟურნალისტი: „მინდა, ყველა თანამშრომელს მივულოცო რადიოს ორი წლის იუბილე და მადლობა ვუთხრა იმ მეგობრული და ოჯახური გარემოსთვის, რომელსაც თითოეული ქმნის, ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლას, ხოლო  ჩვენს რადიოს – ბევრ მსმენელს და საინტერესო ახალ ამბავს.“

 

იუბილარ რადიოს და გუნდს თარიღს ულოცავს ტელერადიოკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე:  „რადიოს დაარსებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ შედეგობრივადაც, რადგან რადიო „რიონს“, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წლისაა, რეიტინგების მიხედვით, ხანდაზმული და გამოცდილი  ბრენდების გვერდით ღირსეული პოზიციები უჭირავს. რადიო „რიონის“ დაარსება გიგას დიდი ოცნება იყო და მე ეს შევძელი მისი ხსოვნის უკვდავსამყოფად.“

 

რადიო „რიონს“, რომელიც არსებობის მხოლოდ ორ  წელს ითვლის, 12 საავტორო გადაცემა აქვს, საინფორმაციო პროგრამა დღის მანძილზე 10-ჯერ გადის ეთერში, სიხშირეზე მხოლოდ ქართული მუსიკა ჟღერს.

 

 

გაზეთი „P.S.“ და ვებ-პორტალი psnews.ge ულოცავს რადიო „რიონს“ და მთელს მის შემოქმედებით გუნდს იუბილეს და დიდ წარმატებას უსურვებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია