დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ემოციები, განცდები, გრძნობები – 23-ე სკოლაში ქართულ ენას ღონისძიება მიუძღვნეს
2014/04/28 16:18:02

25 აპრილს ქუთაისის №23 საჯარო სკოლის IV კლასმა და მისმა ხელმძღვანელმა, მზია კბილაშვილმა, წარმოადგინა საქალაქო ღონისძიება თემაზე „ენა, მამული, სარწმუნოება“.


ღონისძიების მიზანი იყო მხატვრული და შემოქმედებითი უნარის განვითარება; მამულის, ენისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში წინაპართა ამაგის გახსენება; მათდამი სიყვარულის, მოკრძალების, პატივისცემის დაფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება.


 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გაიხსენეს მასალები შესწავლილი თემებიდან, ინტერნეტით და სხვა ლიტერატურული წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციები ნათლად წარმოადგინეს. მეტყველებდნენ მკაფიოდ, გარკვევით. წაიკითხეს სათანადო ინტონაციით, მხატვრულად, ემოციებით, განცდებით, გრძნობით. იმღერეს და დაუკრეს ფანდურზე.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია