დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
NDI–ის დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად ეწვია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/27 19:05:08

დღეს ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გაავრცელა განცხადება წინასაარჩევნო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ. NDI–ის დელეგაციის მიზანია საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასება.

 

როგორც NDI-ისსაქართველოს ოფისიდან გვაცნობეს, დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ, არიან პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; სემ გეჯდენსონი, აშშის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI–ის ბორდის წევრი; რობერტ ადამსი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი Democracy Reporting International (DRI)ის და Electoral Reform International Services (ERIS)დან; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

 

ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის  ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს

 

2 მაისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს  შეფასების ძირითად დასკვნებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს.

 

 

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობით მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაცია NDI–ისა და მისი პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე  www.ndi.org

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2818
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია