დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის კვირეული მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/25 00:44:30

უილიამ  შექსპირის  დაბადებიდან  450-ე  წლისთავს  აკაკი  წერეთლის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ინგლისური  ფილოლოგიის  დეპარტამენტი  ღონისძიებათა  ციკლით  შეხვდა. 

 

შექსპირის  კვირეულის  გახსნის  პირველი  დღე, 23 აპრილი,  მისალმების ცერემონიალს,  ნომინაციების  გამოვლენას,  გამოფენას, „რომეო და ჯულიეტა“-ს  ბაღის  გახსნას  დაეთმო.  ღონისძიებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  და  შავი ზღვის  უნივერსიტეტის პროფესორები, ბატონები გურამ ლებანიძე, დავით მაზიაშვილი,ნიკოლოზ ფარჯანაძე და ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, იმერეთის  გუბერნატორი და ქალაქის  მერი.


დაჯილდოება  „ოსკარების“  გადაცემის  ცერემონიალის  ფორმატით  განხორციელდა, სადაც სტუდენტებმა  შესაბამისი გმირები განასახიერეს.წარმოდგენილი იყო შემდეგი კატეგორიები: ყველაზე ტრაგიკული და კომიკური სცენა,  ყველაზე  ბოროტი გმირი, საუკეთესო მონოლოგი, საუკეთესო შექსპირული  წყვილი, საყვარელი  შექსპირული  გმირი და ა.შ.   


შექსპირულ  ნომინაციებში  გაიმარჯვა  ჰამლეტმა, როგორც  ყველაზე  შექსპირულმა პერსონაჟმა, ხოლო „ყოფნა, არყოფნა“ საუკეთესო მონოლოგად დასახელდა.


ყველაზე  ტრაგიკულ  სცენად ჯულიეტას სიკვდილის სცენა  დასახელდა, ყველაზე  ბოროტ  პერსონაჟად  იაგო  მიიჩნიეს, საუკეთესო შექსპირულ წყვილად რომეო  და  ჯულიეტა. 


ღონისძიებაში  ჩართული   იყვნენ  ქ. ქუთაისის  სკოლების  მოსწავლეები,  რომლებმაც  თარგმნეს  შექსპირის  სონეტები.  ბრიტანეთის  საელჩოს  წარმომადგენელმა  ხუთი  ქუთაისელი  მოსწავლე  სიგელებით დააჯილდოვა. 


დღის  მეორე  ნახევარი  დაეთმო  გამოფენას  შექსპირულ  თემაზე,  სადაც  მონაწილეობდნენ  როგორც  სტუდენტები  ასევე  მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ  დიზაინის  ფაკულტეტის  სტუდენტებმა  ამ  დღეს  შექმნეს  ხუთი  არაჩვეულებრივი  კოსტიუმის ესკიზი.


შექსპირული ღონისძიებები  1  მაისის ჩათვლით  გაიმართება და მათ ექნება როგორც  შემეცნებითი,  ასევე  გასართობი  ხასიათი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია