დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/22 15:19:12

ევროპული დღეების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ქუთაისშიც იმართება. კვირეული 10-დან 16 მაისის ჩათვლით გაიმართება.


ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის განცხადებით, კვირეულის ფარგლებში მოეწყოფა ევროპელი ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა სახელწოდებით: „ ევროპელების თვალით დანახული საქართველო“.


ასევე კვირეულის ფარგლებში ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ქუთაისის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათავის აცხადებს ესეების კონკურს-„რატომ ევროპა?


კონკურსის მიზანია ახალგაზრდებ
მა წარმოადგინონ 300-დან 500 სიტყვამდე ესეები, სადაც კარგად გამოჩნდება მათი მოსაზრება ევროპ და ევროპულ ფასეულობებზე.
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქუთაისის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. ესეების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და
4 მაისს დასრულდება. 5 გამარჯვებულს სამკაციანი ჟიური გამოავლენს, რომელთა შორისაც იქნებიან ფილოლოგი, ევროკავშირის ან ნატოს  წარმოამდგენელი და რომელიმე აარასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. ყურადღება გამახვილდება ანალიტიკურ მხარესა და მოქალაქის როლზე ევროინტეგრაციის პროცესში.  კომისია ყურადღებას მიაქცევს ესეს ავთენტურობას, არის თუ არა ის რეალურად მითითებული ავტორის მიერ შესრულებული, რისთვისაც მოხდება მეორე ეტაპზე გადასულ ავტორებთან გასაუბრება. რაც შეეხება გამარჯვებულებს ევროპელი მწერლების კრებულებით დასაჩუქრდებიან“ - განაცხადა ბუხაიძემ.

 

 

ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა ნაშრომი აღნიშნულ ბმულზე უნდა გადმოგზავნონ. http://soorvey.com/?s=16ADORNQYLI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია