დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საქართველოს ბანკი" აღდგომის დღესასწაულის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/18 19:44:56

"საქართველოს ბანკი" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს:

18, 20 და 21 აპრილი საქართველოს ბანკის სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.


შაბათს, 19 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

 

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 18 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 17 აპრილის ჩათვლით.

 

საქართველოს ბანკის, სატელეფონო ცენტრი 19 აპრილის 22:00 საათიდან 21 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

 

22 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

TOP.GE
BOOM.GE

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია