დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენი დეპუტატი აცდენდა სხდომებს და რა სანქციები ელოდებათ მათ?
2014/04/17 11:35:24

გივი თარგამაძე: პარლამენტი არ არის სკოლა, არც უსუფაშვილი  -  ჩვენი დირექტორი



ვინ დაესწრო და ვინ არა 2013წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 13 მარტამდე პერიდში გამართულ 38 პლენარულ და 393 კომიტეტის სხდომას, – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დოკუმენტი მოამზადა.


ცნობილი ხდება იმ დეპუტატების სია, რომლებიც პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს აცდენენ. ჩამონათვალის მიხედვით, 8 თვის განმავლობაში სესიების 363 არასაპატიო გაცდენაა დაფიქსირებული, თითქმის ანალოგიურია საკომიტეტო სხდომებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიც. უმცირესობის წევრი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა იმ დეპუტატთა სიის სათავეში აღმოჩნდა, რომლებიც პარლამენტში ყველაზე იშვიათად დადიან. ლეჟავას მიაჩნია, რომ მისი გაცდენები საპატიო იყო. “შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ნახოთ რომ მე წინა სესიაზეც ვიყავი და იმის წინა სესიაზეც. ჩემი გაცდენებიდან 80 პროცენტი არის ჩემთვის საპატიო”, – აცხადებს ლეჟავა.


1701 გაცდენიდან 1339 შემთხვევაში დეპუტატებს მიზეზები საპატიოდ ჩეთვალათ. პარლამენტის საპროცეურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯომარის გიორგი კახიანის განცხადებით, სტატისტიკურად პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს უმცირესობის წევრები აცდენენ.

 

“უმრავლესობის დასწრების მაჩვენებელმა პლენარულ სხდომებზე შეადგინა 88 პროცენტი, მაშინ როდესაც, უმცირესობის დასწრების სტატისტიკური მაჩვენებელი პლენარულ სხდომებზე არის 42 პროცენტი. ხოლო საკომიტეტო სხდომებზე ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო კონტრასტულია, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობის დასწრების მაჩვენებელი არის 93 პროცენტი, ხოლო უმცირესობის მხოლოდ 22 პროცენტი”, – აცხადებს კახიანი.


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას არ ენდობიან უმცირესობის წევრები. ისინი უმრავლესობის მხრიდან სხვისი პულტების გამოყენებაზე საუბრობენ. გივი თარგამაძის განცხადებით, პარლამენტი არ არის სკოლა და მისი თქმით, ის ანგარიშვალდებული არა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არამედ მის ამომრჩეველთან არის.


“პარლამენტი არ არის სკოლა, უსუფაშვილი არ არის ჩემი დირექტორი. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ის შეაფასებს იმას თუ რამდენად პროდუქტიულად ვმუშაობ მე პარლამენტში”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.


საპროცედურო საკითხთა კომიტეტში თვლიან, რომ საპატიო მიზეზით გაცდენის სტანდარტი უნდა გამკაცრდეს. დავით უსუფაშვილი კი ინიციატივით გამოდის კანონმდებლებს არასაპატიო გაცდენებისათვის ხელფასის 10% ჩამოეჭრათ. თანხა კი ამ დეპუტატების საარჩევნო ოლქებში სოციალურად დაუცველებს მოხმარდეს.

 

წყარო: kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2347
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია