დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გადადგა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი
2014/04/15 20:31:55

ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომა, შესაძლოა, ჯო ენის ცენტრში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს


შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილია, თანამდებობიდან გადადგა გა განცხადება გაავრცელა.

 

განცხადებაში ნათქვამია:

 

„კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა გვერდში დავდგომოდი კოალიციას და მონაწილეობა მიმეღო იმ ბრძოლაში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო სააკაშვილის რეჟიმისაგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.

 

არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ, მე ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში. მე ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე. გარდამავალ პერიოდში მე ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს.

 

დღეს, როდესაც უკვე გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“.

 

შესაძლოა, ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომა უკავშირდებოდეს გაზეთ „ქრონიკა+“-ში დღეს გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას სათაურით „კვერცხებით ევროპისკენ“, რომლის ავტორი გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეა.

 

სტატიაში წერია:

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ დიდი გაწევ-გამოწევაა ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შიხიაშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს სიაში, სააკაშვილის ზონდერ გია უდესიანთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი ლობირებს, მაგრამ, ჯერჯერობით, კახი კალაძის სიკერპეს ვერაფერი მოუხერხეს - „ოცნების“ შტაბის უფროსი შიხიაშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

იმდენად კატეგორიულად, რომ თუ ძალოვნებმა შიხიაშვილის ლობირება მაინც მოახერხეს, კახი კალაძემ საარჩევნო შტაბი, შეიძლება, დატოვოს კიდეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მისი უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი, ზოგადად, ცალკე თემაა.

 

ის, რომ პრემიერის ნათესავები ცოტა მოკრძალებულად უნდა იქცეოდნენ, ფაქტია. „ქრონიკა+“-ს ამ რამდენიმე დღის წინ ჯოენის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს უყვებიან:

 

პრემიერის სიმამრი, გენერალი თამაზაშვილი, გულის შეტევით ჯოენის კლინიკაში მიუყვანიათ, სადაც ადგილი არ ჰქონიათ და პაციენტი სხვა კლინიკაში, „ჩაფიძესთან“ გადაუმისამართებიათ.

 

ეგ ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულის შეტევას ეხება საქმე და პაციენტს გამორჩეული ყურადღება სჭირდება. არაჩვეულებრივი ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ ჯოენის კლინიკაში შსს-ს გენინსპექციის უფროსი და თამაზაშვილის დისშვილი მივარდნილა და იქაურობა გინებით აუკლია - ვის გაუბედეთ, კლინიკაში ადგილი არა გაქვთ?!! დედებს მოგიტ...ვთო!!!

 

თავხედობაცაა და თავხედობაც. ამ ახალგაზრდა კაცმა ჯერ არ იცის, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, თანამდებობები და ამბიციები დროებითია და რაც უფრო მაღლიდან ეცემი, ვარდნა მით უფრო მტკივნეულია.

 

მიუხედავად თანამდებობისა, ეტყობა, არც ის იცის, რომ „მოქალაქე“ ივანიშვილს რუსულ ბიზნესწრეებში მეტსახელად „ანაკონდას“ ეძახიან, მას ყველა მხრიდან მისდის ინფორმაცია, მათ შორის, პრემიერის ნათესავების ქმედებებზეც.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ საკითხით „მოქალაქე“ ფრიად შეშფოთებულია და ის ფაქტი, რომ ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი შვილივით უყვარს, არაფერს ნიშნავს. ეს სიყვარული ავტომატურად არ ვრცელდება მის ნათესავებზე.

 

მე მითქვამს და გამიფრთხილებიხართ და დანარჩენი თქვენი საქმისა თქვენ იცით. სააკაშვილის ზონდერების დასაქმებაზე ზრუნვა „ოცნების“ ხელისუფლებამ რატომ მიიჩნია პრიორიტეტულ საქმედ, ცოტა გაუგებარია.

 

„ქრონიკა+“ ამ თემაზე მუშაობას ასრულებს და სკანდალურ ფაქტებს მკითხველს მომდევნო ნომრებში შევთავაზებთ“.

 

 წყარო: fmabkhazia.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5416
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია