დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჟურნალისტები დააკავეს
2014/04/15 18:20:54

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ აძვში რუსმა ოკუპანტებმა TV3 გადამღები ჯგუფი გაიტაცესგატაცებულები არიან, ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი, პირდაპირი ჩართვის ტექნიკური ჯგუფის წევრი მიხეილ ლიხოევი.

 

არსებული ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული და ისინი რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. შსს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საქმის კურსში ჩააყენა.

 

„ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხელი ხაზის მეშვეობით ცოტა ხნის წინ მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა", _აცხადებენ შსს პრესსამსახურში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია