დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი
ცრემლიანი ნოველები „ნოეს კიდობნიდან“
2014/04/14 14:16:44

დაიბადა ერთ უბრა­ლო, ღა­რიბ ოჯახში, რი­გით მე­ო­რე შვი­ლად. „ნე­ტავ, მა­შინ მოვ­მკვდა­რიყავიო“ - ხში­რად იტყვის მრა­ვალ­ჭირ­გა­მოვ­ლი­ლი მოხუცი ნოე ჩხაი­ძე, რომ­ლის ცხოვ­რებას ცრემ­ლად აკინ­Sული ნო­ვე­ლებიც შე­იძ­ლება და­ვარ­ქვათ. თუმ­ცა, აქ არ მთავ­რდება ნო­ვე­ლა ბავ­შვობაზე. მარ­თა­ლია, უშ­ვი­ლო დე­დის ბიძას­თან, მაგ­რამ მა­ინც გა­აშ­ვი­ლეს. ასე გახდა აკე­თე­ლი ნოე კა­ლე­ნი­კეს ძე მორ­ჩი­ლა­ძე - აცა­ნე­ლი ნოე ესე­ფის ძე ჩხაიძე, იგი­ვე „ესე­ფი­ჩი“, რო­გორც ახლობლები ეძახიან.


„გაყიდუ­ლი ვარ ხუთ­ შა­უ­რად და ნახევარ­ კი­ლო მა­რი­ლად. ამ ფა­სად მი­მაშ­ვი­ლა დე­და­ჩემ­მა მის ბიძას, ოჯახი და ქო­ნება რომ არ და­კარ­გუ­ლიყო. მე­რე გამ­ზრდე­ლი მა­მა მო­მიკ­ვდა და დავ­რჩი მოხუცი „დე­დის“ ამა­რა. ღვიძლ დე­დას 4 წე­ლი თვა­ლით არ ვუ­ნახივარ. მე­რე გა­ვი­ცა­ნი - დე­ი­დას ვუძახოდი. ძმებიზა ვგიჟდებოდი და არ ვი­ცო­დი, ჩე­მი ძმები თუ იყვნენ. 12-13 წლის ვიყავი, სი­მარ­თლე რომ გა­ვი­გე“.


გამ­ზრდე­ლებს  დი­დი სიყვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით იხსე­ნებს. თუმ­ცა, დღემ­დე ახსოვს, რო­გორ ცე­მა დე­დობილ­მა, რო­ცა პა­ტა­რა ნო­ემ უთხრა - ნაშ­ვი­ლები ვყოფილ­ვა­რო...


მიუხედა­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჭაბუკი ნო­ეს ცხოვ­რებაში მზე­სა­ვით თბილი სი­ნათ­ლეც შე­მო­იჭ­რა - მას თი­ნა ერ­ქვა. აი, ამ სიყვა­რულ­ზე მარ­თლაც ღირს წე­რა, რად­გან აცა­ნა­ში დღე­საც იხსე­ნებენ ქალბატონ თი­ნას, რო­გორც ქა­ლობისა და ერ­თგუ­ლების შე­უ­და­რებელ მა­გა­ლითს. სიყვა­რუ­ლი ქორ­წი­ლით დაგ­ვირ­გვინ­და, მაგ­რამ... ეს იყო 1941 წლის 21 ივ­ნი­სს. მე­ო­რე დი­ლით გერ­მა­ნია ომს უცხადებს საბჭო­თა კავ­შირს. „ომი რომ და­იწყო, იმ დღეს შე­ვირ­თე ცო­ლი. ჩვე­ნი ქორ­წილის თა­მა­და, ისი­დო­რე ჩხაი­ძე, ომ­ში ქორ­წი­ლი­დან წეიყვა­ნეს და უთა­მა­დოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქორ­წი­ლი ბორის ჩხაიძემ გა­აგ­რძე­ლა. მე სექ­ტემბრამ­დე დამ­ტო­ვეს და მე­რე წა­მიყვა­ნეს ფრონ­ტზე“...


ნო­ემ ერთხელ კი­დევ მოუხედა მე­უღ­ლის შიშ­ჩამ­დგარ, აც­რემ­ლებულ თვა­ლებს და „გრუ­ზა­ვი­კი“ მან­ქა­ნით სად­ღაც, ჯან­დაბის­კენ წაიყვა­ნეს. ასე უცე­რე­მო­ნი­ოდ, წა­მი­ე­რად დამ­თავ­რდა სი­ჭაბუკე მის ცხოვ­რებაში.

 

***

 

ომი... შიმ­ში­ლი... სი­ცი­ვე... ტყვიების ზუ­ზუ­ნი... ფიქ­რის თა­ვიც აღარ ჰქონ­და. რამ­დე­ნი თ­ვეა, თი­ნას­თვის წე­რი­ლი აღარ გა­უგ­ზავ­ნია. ნო­ემ იცის, რომ იგი ელო­დება... „არა, სიკ­ვდი­ლის უფ­ლება არ მაქვს“ - ასე ფიქ­რობს ღრმა სან­გარ­ში, ტყვიების წვი­მის ქვეშ. თუმ­ცა, ფიქ­რი ვინ და­ა­ცა­ლა. გერ­მა­ნე­ლების მი­ერ ჩა­მოგ­დებული ჭურ­ვი პირ­და­პირ მის სან­გარს და­ე­ცა. ყვე­ლა­ნი - ცოცხალი თუ დახო­ცი­ლები ერ­თი­ა­ნად და­ი­მარხნენ. ესეც არ აკ­მა­რა ბედის­წე­რამ - ტყვედ ჩა­ვარ­და!!! აუ­ტა­ნე­ლი შიმ­ში­ლი­სა­გან ჯან­მრთე­ლობაშერყეუ­ლი, მო­მაკ­ვდა­ვი ტყვე გზა­ში და­ტო­ვეს. ასე შემთხვე­ვით გა­და­აწყდა მას ფიჩხისათ­ვის ტყეში წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა გერ­მა­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი რუთ ცაპ­მა­ნი, რო­მელ­მაც მოახერხა და ნა­პოვ­ნი „ფიჩხი“  ურ­მით სახლში მიიყვა­ნა. მზრუნ­ვე­ლობა და სითბო დრო­თა გან­მავ­ლობაში სიყვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. მა­ლუ­ლად ცხოვ­რებაც აუ­ტა­ნე­ლი გახდა და... ნოე ჩხაიძემ და რუთ ცაპ­მან­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს. ოღონდ რუთ­მა არა­ფე­რი იცო­და თი­ნა­ზე. მის ამბავს ვე­ღარც ნოე იკითხავ­და. თუმ­ცა, ამ დროს თი­ნა ჩვე­უ­ლი ერ­თგუ­ლებითა და მო­ლო­დი­ნით, ამა­ოდ გაჰყურებდა აცა­ნა­ში ეზოს ჭიშ­კარ­თან ჩავ­ლილ ფოს­ტა­ლი­ონს...


ამა­სობაში კი, 1940 წლის 10 მარტს გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ კუბახში დაიბადა გო­გო­ნა, რო­მელ­საც ლი­ა­ნა ნო­ეს ასუ­ლი ჩხაი­ძე და­არ­ქვეს.


საბჭო­თა ჯარი უკ­ვე ბერ­ლინ­თან იდ­გა. გერ­მა­ნი­ამ კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­აცხადა. რუ­თის არც გა­უ­გია - ნოე საბჭო­თა ჯარს ჩუ­მად შე­უ­ერ­თდა. „გა­მე­ვი­პა­რე. შვი­ლი დავ­ტო­ვე ექ­ვსი თვის (ტი­რის), რაც უბედუ­რება მჭირს მე, იმის ცოდ­ვით მო­მი­ვი­და. 7 წელს მე­ლო­და. მეძებდა სა­ელ­ჩო­ში. წე­რი­ლები წე­რა ბათუმ­ში, მე­რე გათხოვ­და“.


რო­გორც იქ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ად­გა ნოე. დაიხარა და მი­წას და­ე­კო­ნა. არა­ვის გაკვირ­ვებია - ტი­რო­და!


სუ­ლი Sლივს მო­ი­ტა­ნა აცა­ნამ­დე. ეს იყო 1946 წლის შემ­დეგ.


თი­ნა - აი, ვინც ცხოვ­რება ხელახლა და­აწყებინა, ქა­ლი, რო­მელიც მე­უღ­ლის აღ­სა­რებას ყოველ­თვის  უსაზ­ღვრო მოთ­მი­ნებით ის­მენ­და. „საზ­ღვარ­ზე რო გად­მე­ვე­დი, მივხვდი, ჯოჯოხეთ­ში მოვხვდი და სა­მოთხე დავ­ტო­ვე. მა­რა, მა­შინ ვერ ვიტყოდი, მე­ში­ნო­და... მა­რა, ნოს­ტალ­გი­ამ გად­მომ­Sა­ლა და ნე­ნეს გა­კე­თებული ლობიო მო­მე­ნატ­რა კი­დო. დე­დაც დამხვდა, ცოლ­მა ოჯახი და­მახვედ­რა. შვი­ლი მე­რე გა­მიჩ­ნდა“.


მე­რე პირ­ვე­ლი შვი­ლი, ას­მა­თი მო­ევ­ლი­ნა ქვეყანას. „კა­ცი ბჭობსო“ - ნათ­ქვა­მია. თან­და­თან გრSნობდა ნოე საბჭო­თა სა­ელ­ჩო­ში რუთ ცაპმა­ნის მი­მარ­თვების მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგს. 1951 წლის დე­კემბერ­ში ნოე და თი­ნა მცი­რეწ­ლო­ვან შვი­ლებთან, ას­მათ­სა და მე­რაბ­თან (ტყუპის­ცა­ლი სო­სო უცებ გარ­და­იც­ვა­ლა) ერ­თად, შუა აზი­ა­ში, კერ­Sოდ, ყაზახეთ­ში გა­და­ა­სახლეს. ეს რუთ ცაპმა­ნის Sებნის შე­დე­გი იყო.  „რომ შე­იS­ლებოდეს, ამ წლებს ამოვ­შლი­დი ჩე­მი ცხოვ­რებიდა­ნო“ - ცრემ­ლჩამ­დგა­რი იტყვის  ხოლ­მე მოხუცი.


... გა­ვი­და წლები. ას­მა­თი­სა და მე­რაბის შემ­დეგ ნო­ნა გაჩ­ნდა. სამ­წუხაროდ, 10 წლის მე­რაბის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ სა­მუ­და­მო და­ღი და­ას­ვა ოჯახს.


ისევ დე­დაბოS­მა და ნო­ეს უერ­თგუ­ლეს­მა თა­ნა­მეცხედ­რემ - ქალბატონ­მა თი­ნამ ივაჟკა­ცა - მე­რაბინა, მე­ოთხე ქა­ლიშ­ვი­ლი ისეთ ფეხზე დაიბადა, რომ ოჯახს მომ­დევ­ნო­ნი - ბელა და მზია შე­ე­მატ­ნენ. ყოველ­თვის ახსოვ­დათ, რომ მი­უწ­ვდო­მელ გერ­მა­ნი­ა­ში მა­თი სისხლი და ხორ­ცი - უფ­რო­სი და - ლი­ა­ნა იყო. მაგ­რამ რო­გორ, რა გზით მი­ეღ­წი­ათ ხმა პო­ლი­ტი­კუ­რად და ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ჩა­კე­ტი­ლი საბჭო­თა კავ­ში­რი­დან?!


გა­ვი­და წლები... ას­მათ­მა, ნო­ნამ, მე­რაბინამ და მზი­ამ ოჯახები შექ­მნეს - ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თეს­მა სი­Sეებმა ხალი­სი  შე­მო­ი­ტა­ნეს. ბელამ ოჯახის შექ­მნა­ზე ვე­ღარ იფიქ­რა, სწავ­ლას გა­დაჰყვა - მა­შინ­დელ დრო­ში ად­ვი­ლი არ იყო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში მოწყობა. ასა­კი მო­ე­Sა­ლათ თი­ნასა და ნო­ეს. სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა­ზე Sა­ლი­ან სჭირ­დებოდათ ერ­თმა­ნე­თი, ქალბატონ თი­ნას გულ­მა უმტყუნა, უსაზ­ღვრო სივყარუ­ლისა და სათ­ნოების დამ­ტევ­მა. სიკ­ვდი­ლის წინ შვი­ლებსა და სი­Sეებს ან­დერძად დაუბარა - გახსოვ­დეთ, უფ­რო­სი და უნ­და მო­Sებნოთ!


ამა­სობაში „პე­რე­სტ­რო­ი­კა“ და­იწყო. ას­მა­თს, სამ­სახურებრი­ვი მო­ვა­ლეობის გა­მო, 1989 წელს გერ­მა­ნი­ა­ში მო­უ­წია გამ­გზავ­რება, მაგ­რამ, მიუხედა­ვად დი­დი მონ­დო­მებისა, ვერც ლი­ა­ნას კვალს მი­აგ­ნო და ვერც - დე­და­მი­სის.


ბედის ბორბალი კი თა­ვი­სით დაბ­რუნ­და. ერთ დღეს ქალბატო­ნი ას­მა­­თი და მი­სი მე­უღ­ლე, რო­დენ ქინ­ქლაძე, მე­გობრის ოჯახში გერ­მა­ნი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი სა­პა­ტიო სტუმ­რების გვერ­დით ისხდნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ სტუ­მარ­თა­გან ერთ-ერ­თი ქა­ლაქ სა­არბრი­უ­კე­ნის სა­პას­პორ­ტო მა­გი­დის უფ­რო­სი იყო. ნოე ჩხაი­ძის ცხოვ­რების ის­ტო­რია მა­შინ­ვე სუფ­რის მთა­ვარ თე­მად იქ­ცა, ხოლო გერ­მა­ნე­ლი სტუმ­რის და­პი­რება - უფ­როს დას გა­პოვ­ნი­ნებთო - ერთ თვე­ში  რე­ა­ლობად იქ­ცა.


პირ­ვე­ლი წე­რი­ლები ემო­ციებს ვე­ღარ იტევ­და, გა­ნიც­დი­და ყვე­ლა... დად­გა ის დღეც, რო­ცა ლი­ა­ნა და მი­სი მე­უღ­ლე ედ­მუნდ შვარ­ცლე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. „მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან უფალ­მა და­მა­სა­ჩუქ­რა, ერთბაშად აღ­მო­ვა­ჩი­ნე მა­მა­ჩე­მი და ხუთი და­ი­კო“ - იტყვის ქარ­თუ­ლი სისხლი­სა და ხასი­ა­თის, თა­ვი­სი უმ­ცრო­სი დების ალი-კვა­ლი.


სიტყვები ვერ და­ი­ტევს იმას, რაც ლი­ა­ნას ჩა­მოს­ვლას მოჰყვება ხოლ­მე აცა­ნა­ში, ნოე ჩხაი­ძის დიდ ოჯახში შთა­მო­მავ­ლობა (6 შვი­ლი, 12 შვი­ლიშ­ვი­ლი, 7 შვილ­თაშ­ვი­ლი, 9 სიძე, 3 რძა­ლი) იკ­რიბებიან და ერ­თმა­ნეთს მხოლოდ სიყვა­რულს უმ­ტკი­ცებენ. ასე­თი თავ­შეყრის მოწ­მე პი­რა­დად ჩვენც ვიყავით.


გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თობა აქვთ ნო­ესა და ლი­ა­ნას. სა­საუბრო ენა კი - ცრემ­ლები და მო­ფე­რებაა. ლი­ა­ნამ მა­მას უსიტყვოდ გა­უ­გო... თა­ვის მხრივ „ესე­ფი­ჩი“ ემო­ციებს ვერ ფა­რავს და პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით ის­ვამს მუხლებზე 60 წელს მიღ­წე­ულ უფ­როს ქა­ლიშ­ვილს.


რუთ ცა­პმა­ნი კი, ლი­ა­ნას დე­და, რო­მე­ლიც ახლა 90 წლი­საა, გერ­მა­ნუ­ლი სი­დარბაის­ლით - დინჯად და უსიტყვოდ იც­ქი­რება უკან, წარ­სულ­ში.


ბოლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ა­ნა რამ­დე­ნი­მე კვირის წინ იყო, დამ­შვი­დობებისას მოკ­რSა­ლებით ითხოვა მი­სი ხუთი დის გამ­ზრდე­ლი აკ­ვა­ნი, რად­გან ნო­ემბერ­ში შვი­ლი­შვი­ლი შე­ეძი­ნება. სურს, იმ აკ­ვან­ში ჩა­აწ­ვი­ნოს, თა­ვა­დაც რომ უნ­და ჩა­წოლილიყო ოდეს­ღაც... ასე ეზი­ა­რება ნო­ეს „გერ­მა­ნე­ლი“ შვილ­თაშ­ვი­ლი ქარ­თულ ტრა­დი­ციებსა და დიდ­პა­პის ცრემ­ლი­ან ნო­ვე­ლებსაც...


ნატო გუბელაძ

კესო მახარაძ

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია