დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰილარი კლინტონს ფეხსაცმელი ესროლეს (VIDEO)
2014/04/11 14:59:46

აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის ჰილარი კლინტონს ლას ვეგასის ჯართის გადამამუშავებელი მრეწველობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიაში მჯდომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა ფეხსაცმელი ესროლა.

ყოფილმა პირველმა ლედიმ სიცილით უპასუხა და ინციდენტი „საცირკო და ქუჩის გასართობი სანახაობის შემადგენელ ნაწილად“ შეაფასა. დამსწრე ქალბატონი პოლიციამ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბაღდადში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშს ერაყელმა ჟურნალისტმა ფეხსაცმელი ესროლა და მას "ძაღლი" უწოდა. ჯორჯ ბუში დაიხარა და მარჯვედ აიცილა მისი მისამართით ნასროლი ფეხსაცმელი. დაცვამ კი ჟურნალისტი დარბაზიდან გაიყვანა.

ჯორჯ ბუშისა და ჰილარი კლინტონის ინციდენტის შემდეგ ამერიკულ მედიაში წერენ, რომ ფეხსაცმლის სროლა აშშ-ის ლიდერებისთვის შესაძლოა ტრადიციადაც დამკვიდრდეს.

 

 

წყარო: cp.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია