9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის 21 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ პარაკლისი აღავლინა.
"ბედნიერია ის ერი, რომელსაც ამდენი გმირი ჰყავს, ამ ადამიანებმა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის უსამართლო ბრძოლას შეწირეს თავი. ადამიანი რომ მოვა, უნდა წავიდეს, მაგრამ მთავარია რა შინაარსით წავა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ღმერთმა ძალ-ღონე არ მოუშალოს საქართველოს და ქართველ ხალხს" - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.
9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ქუთაისის მმშ შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
,,დღეს მნიშვნოლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 25 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს ,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას“-განაცხადა შოთა მურღულიამ.