დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
2014/04/08 15:03:19

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე ეს წუთაია სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:


დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი საზოგადოებრიობის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:
დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საფუძველია:



1. 
პირის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, რომლის შევსება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით ან ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში;


2. 
დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2013 წლის სახელფასო  განაცემების შესახებ.


ამასთან, კანონის შესაბამისად, დამქირავებელს შეუძლია დააზუსტოს განაცემების შესახებ ინფორმაცია. დაზუსტების შემდეგ პირი, რომელიც დეკლარირების სისტემის მიხედვით არ სარგებლობდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით, შესაძლოა აღნიშნული უფლებით მოსარგებლეთა სიაში აღმოჩნდეს.
აქვე განვმარტავთდაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში მიღებული თანხა დამქირავებელთან ან ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან არ ბრუნდება.


დაუბეგრავი მინიმუმის მიმღებ პირს არ აქვს ვალდებულება თანხა დაუბრუნოს დამქირავებელს ან დააბრუნოს ბიუჯეტში.


შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია  „მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნისშესახებ, სიცრუეა! არ არსებობს არც ერთი ასეთი  ფაქტი და, ბუნებრივია, ვერ იარსებებს მომავალშიც.


8 აპრილის 13.00 საათის მონაცემებით: დეკლარაცია შეავსო 325 000-მა მოქალაქემ. აქედან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა. კანონის ფარგლებში, ეტაპობრივად, დეკლარაციის საფუძველზე, თანხა დაუბრუნდება ყველა ადრესატას.

 

 

წყარო: http://www.rs.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია