დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
23-ე საჯარო სკოლაში გლობალური დათბობის შესახებ ისაუბრეს
2014/04/08 12:14:56

2014 წლის 5 აპრილს  ინგლისური ენის პედაგოგის, თამთა ხარაბაძის  ხელმძღვანელობით, ქ.ქუთაისის №23 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი „ჩვენი პლანეტა გლობალური დათბობის წინააღმდეგ“.


პროექტი განიხილავდა გლობალური დათბობისაგან პლანეტის დაცვის ძირითად საკითხებს.


გლობალური დათბობა ძალზედ აქტუალური საკითხია მთელს მსოფლიოში. მეცნიერების აზრით, 50 წლის შემდეგ დედამიწაზე ტემპერატურა 20-ით მოიმატებს. ეს გამოიწვევს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ყინულის დნობას და ზღვის დონის ამაღლებას.


გლობალური დათბობასთან საბრძოლველად შეიქმნა „კიოტო პროტოკოლი“ (1997 წ.)


გლობალურ დათბობას საგრძნობლად ამცირებს ნაციონალური პარკები  – სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება მოსწავლეებმა.


 

ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა აითვისეს მნიშვნელოვანი მასალა და თავადაც დაფიქრდნენ – როგორ შეეძლოთ, დახმარებოდნენ პლანეტას დაბინძურებისა და გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია