დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პირველი პატრიარქის ანდერძის მიხედვით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/07 15:58:59

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მიღებულია განჩინება, რომლის მიხედვით,  მცხეთის სრული ტიტული აღდგება და მას წმინდა ქალაქიწმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.

 

 

პატრიარქმა  ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმადმელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ  კათალიკოსი მცხეთას  წმინდა  ქალაქად მოიხსენიებს.


ილია II- უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს. ამასთან, როგორც მან ბრძანამცხეთას  მიენიჭება უძველესი სახელწოდება და აღდგება მისი სრული ტიტული, რაზეც მიღებულია სათანადო განჩინება.

 

კათოლიკოსის თქმით, ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაშისვეტიცხოველში აღინიშნება. ანდერძში წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს – განაცხადა პატრიარქმა.


"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.

 

ხარებასთან დაკავშირებული წირვა სვეტიცხოველში დილის 10:00 საათზე დაიწყო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია