დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მაკბეტის" პრემიერამ მესხიშვილში მაყურებელთა მოლოდინი გაამართლა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/24 15:27:18

"ბოროტებაში არის სიკეთე და სიკეთეშიც ჩანს ბოროტება"-შექსპირის ეს გენიალური ფრაზა არაერთხელ გაჟღერდა მესხიშვილის თეატრის სცენაზე და დარბაზი აზრის სიდიადეში არაერთხელ დააფიქრა.

მესხიშვილის სცენაზე გაცოცხლებულმა "მაკბეტმა", კარგად გადმოსცა ძალაუფლებით თრობის მახინჯი მხარეები,  აი ისეთი საკუთარ მეფეს და მეტიც მეგობარს, რომ მოგაკვლევინებს და სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად შენს ცოდვებს დაგანახებს.

"მაკბეტი"- ეს არის ამბავი გამეფებული მამაცი გენერლისა, რომელმაც დაამარცხა ვიკინგები, შემდეგ კი კუდიანების წინასწარმეტყველების მსხვერპლი ხდება.


მაკბეტი იჯერებს კუდიანების წინასაწრმეტყველებას მის შესაძლო გამეფებაზე, თანხმდება ლედი მაკბეტს ჩაიდინოს დანაშაული, კლავს მასთან სტუმრად მყოფ მეფე დუნკანს, საუკეთესო მეგობარს ბენქოს და ქვეყანაში 17 წელი სისხლიან მეფობას ამყარებს. ეს არის მეფე, რომელიც ცდილობს მაჯისცემა გაუსინჯოს თავის ქვეყანას, მოიშოროს ყველა მოწინააღმდეგე, ებრძოლოს აჩრდილებს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით უარი თქვას მწარე რეალობაზე, რაც საბოლოოდ სიცოცხლის ფასად უჯდება.


გენიალური მწერალი იმით, არის გენიალური, რომ მისი ნაწარმოებები უკვდავია და ყოველ დროსა და ეპოქას ისე ეხმიანება, როგორც აწმყოს. მე-11-ე საუკუნეში დაწერილ სპექტაკლში თანამედროვე პროტოტიპების ამოცნობა ადვილადაა შესაძლებელი.


"მაკბეტი" მესხიშვილის სცენაზე პირველად დაიდგა. თეატრი სპექტაკლით შექსპირის საიუბილეო წელს ეხმიანება. პოეზიის ერთ-ერთი თავლსაჩინი წარმომადგენლეს 2014 წელს დაბადებიდან 450 წელის შეუსრულდება.


პრემიერაზე მისული ერთ სულიერად ქცეული მაყურებელი მოუთმენლად ელოდა მსახიობთა ყოველ სიტყვას, ყოველ მოძრაობას....


ახალგაზრსა რეჟისორის იოანე ხუციშვილის ჩანაფიქრმა, ქუთაისელ და თბილისელ მსახიობთა ოსტატობამ( ნინო ჭოლაძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ევა ხუტუნაშვილი, კახაბერ შარტავა, გაგი შენგელია, დავით როინიშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, გიორგი ზანგური, სულხან გოგოლაშვილი, აბელ სოსელია, თამთა გაბუნია, რევაზ ქაროსანიძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე),  გემოვნებით შერჩეულმა მუსიკამ(გიორგი ჯიქია)  და დეკორაციამ (თეო კუხიანიძე) სპექტაკლის დასასრულს აიძულა მაყურებელი ეთქვა, რომ დიდი ხანია მესხიშვილის სცენაზე მსგავსი სიძლიერის სპექტაკლი არ დადგმულა.


 

"კაცის სახეზე ვერასოდეს ამოიკითხავ, რა უდევს გულში"-ამ ფრაზით დაასრულებინა რეჟისორმა სპექტაკლი მეფეს, თუმცა პრემიერის დასასრულს აუცილებლად ამოიკითხავდით, რას ფიქრობდა დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, რომელმაც უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილა დასი სცენიდან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია