დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მმშ უარყოფს ბრალდებას და პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ემხრობა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/06 12:26:42

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია დეპუტატ გიორგი თევდორაძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მის წინააღმდეგ მორიგი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.



"პარლამენტთან დაკავშირებით აცხადებენ, თითქოს ჩემი პოზიცია არის უარყოფითი, ეს არ არის მართალი", - განაცხადა შოთა მურღულიამ. 
მისი განცხადებით, როცა 350 მილიონი დაიხარჯა შენობაზე, მეტი უნდა გაკეთდეს, რათა მეტი სარგებელი მიიღოს ქალაქმა.
"ჩემი პოზიცია, როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და ქუთაისის რიგითი მოქალაქის არის, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 


უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ დღეს  ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განცხადებით გაოცებულია. 

როგორც გიორგი თევდორაძე აცხადებს, შოთა მურღულიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის იდეამ ვერ გაამართლა და მას ახალი ფუნქცია უნდა მოუძებნონ. 

 

წყარო "ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია