დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვალერი გელაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის მეუღლეს ციხეში უზიდოს ყავა
2014/04/06 17:05:00

დეპუტატი ვალერი გელაშვილი შს ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას მეუღლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებებს პასუხობს. როგორც ვალერი გელაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მას შემდეგ შეხვდება, როდესაც პროკურატურა ერეკლე კოდუას მისი ცემის ფაქტზე ბრალს წაუყენებს. მისი თქმით, ის მზად არის, ნანუკა ჟორჟოლიანს ნებისმიერ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში შეხვდეს და მის კითხვებს უპასუხოს. თუმცა, ეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ იქნება.

 


„ნანუკას ჟორჟოლიანის დონეზე არ დავალ. აი, როცა მის ქმარს ბრალდებას წაუყენებენ, ერთი თვის შემდეგ შემხვდეს და მერე გავცემ პასუხს. მანამდე გამოძიებაც დასრულდება. რაც შეეხება coffe time-ს, თავის მეუღლეს ციხეში უზიდოს ყავა. ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი გამწარებულია და რაღაცებს წერს, ეგ მაგის ოჯახის პრობლემაა. მაგის დონეზე არ დავალ. თუ მას ჩემთან შეხვედრა უნდა, შევხვდები ნებისმიერი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. თუ რამე აქვს სათქმელი პირდაპირ ეთერში მითხრას და გავცემ პასუხს. ოღონდ ეს არ იქნება ის ტელევიზია, სადაც ეგ მუშაობს“, – აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილმა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ერთ-ერთ შემსრულებლად ერეკლე კოდუა დაასახელა. ვალერი გელაშვილი 2005 წლის 15 ივლისს სასტიკად სცემეს.

 


„მაშინდელი სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა 200 მეტრში, მანქანაში იჯდა და სიტუაციას აკონტროლებდა. მე კი სპეცრაზმელები მირტყამდნენ. ჩემი ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა პირადად გასცა, ვანო მერაბიშვილმა კი დავალება თავის თავზე აიღო და ის ერეკლე კოდუას შეასრულებინა“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 


ვალერი გელაშვილის ამ განცხადების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და გელაშვილს სხვადასხვა დანაშაულში დასდო ბრალი.

 


“მიმართვა ვალერი გელაშვილს! ბატონო ვალერ, პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ გულწრფელად ვწუხვარ თქვენი ცემის ფაქტის გამო. შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ადამიანურად ვწუხვარ! მაგრამ არსებობს რამდენიმე მაგრამ.. ამბობთ რომ ვიღაცამ, ვიღაცას უთხრა, რომ თქვენ ცემას ელიავაზე მყოფი ერეკლე კოდუა უყურებდა, ავალებდა ვიღაცებს და ამიტომ უნდა დაიჭირონ. ბატონო ვალერი, ეს იგივეა მე ვთქვა, რომ თქვენზე მითხრეს, რომ წლები თანამშრომლობდით რუსული უშიშროების სამსახურთან, რაც ლიტვაში ცნობილია… რის გამოც იქ ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრს თქვენი სახელი და გვარი სიიდან ამოაღებინეს, მითხრეს, რომ ბავშვებს გადაუწვით ბაღი საკუთარი ბიზნესისთვის, მითხრეს, რომ დაჭერილი იყავით ბელორუსიაში ოქროს კბილებისა და ჩეკების გაყიდვისთვის. მჯდარხართ კიდეც რამდენიმე დღე. და კიდევ ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით….. დავიჯერო? ველოდები პასუხს!”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” გვერდზე.

 


ჟურნალისტმა გელაშვილი მოგვიანებით, პროსტიტუციის მფარველობაშიც დაადანაშაულა.
„ბატონო ვალერ, არ მოიწყინოთ… წინ დიდი და გრძელი გზა გველოდება… coffe time უბრალოდ… ბატონო ვალერ, ვიდრე გავაგრძელებ რა მითხრეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროსტიტუციით ისქელებს ჯიბესო“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია