დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე: „შოთა მურღულიამ საკუთარ ქალაქს მიაყენა შეურაცხყოფა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/05 13:40:04

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ქუთაისის მმშ შოთა მურღულიას განცადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. როგორც თევდორაძემ დღეს აღნიშნა, ქალაქის არცერთ თავს , არასოდეს ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ქუთაისისთვის, როგორც ეს შოთა მურღულიამ გააკეთა.


საქმე ერთ-ერთ სააგენტოზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, სადაც ნათქვამი იყო, რომ შოთა მურღულიამ „ბაღის კიდის“ და საზოგადოება „ქუთაისი“-ის წევრებთან შეხვედრისას აღნიშა, რომ  ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქად ვერ გაამართალა.


 

„მინდა გამოვეხმაურო შოთა მურღულიას და აღვნიშნო, რომ ეს არის უპასუხისმგებლო და სამარცხვინო განცხადებაა. არავის ასეთი ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია საკუთარი ქალაქის სტატუსისთვის, როგორც ეს მურღულიამ გააკეთა. ის მდგომარეობა, რაც დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა, კარგად ასახავს რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას პარლამენტთან მიმართებაში, რომელიც მდებარეობს ქუთაისში. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ აგური აგურს არ დადებია და არაფერი გაკეთებულა აქ. ამიტომ მურღულიას განცხადება არის უპასუხისმგებლო  და ლოგიკას მოკლებული, თუმცა მიზანმიმართული იმის სამარცხვონო კამპანიის მხარდასაჭერად, თითქოს ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქად ვერ გაამართლა. სამწუხაროა, რომ პარტიული ერთგულების დასამტკიცებლად მურღულია ქუთაისის განვითარებაზე ამბობს უარს და ნაცვლად იმისა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისის გასავითარებლად პარლამენტის დატოვება მოსთხოვოს, თავად აღნიშნავს, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისში არ არის. მინდა მივმართო მას და დებატებში გამოვიწვიო“-აღნიშნა გია თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია