დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის მერია პირველ ადგილზეა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/04 13:59:13

გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა  საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ „ბაღის კიდის“ და საზოგადოება „ქუთაისის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. მურღულიამ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გასულ წელთან შედარებით ტენდერები დროულად გამოცხადდა, რაც სამუშაოების ვადაში დასრულების წინაპირობაა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში ბიუჯეტი ხალხთან ერთად უნდა დაიგეგმოს.


მერის მოვალეობის შემსრულებელი „ბაღის კიდის“ და საზოგადოება „ქუთაისის“ წარმომადგენლებს ქუთაისის 2015-2017 წლები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გგმაზე მუშაობის ფარგლებში შეხვდა. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის ფარგლებში შოთა მურღულია, ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე და მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი უკვე შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს  და არქიტექტორებს.

 შეხვედრის მიზანს ქალაქგანვითარების გეგმაზე მუშაობის გაცნობა და რეკომენდაციების მოსმენა წარმოადგენს.

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია