დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინგლისში და უელსში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი ოფიციალურად შევიდა ძალაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/29 10:39:33

ინგლისში და უელსში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი ოფიციალურად შევიდა ძალაში. ინფორმაციას დევიდ ქემერონზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

,,ისტორიული კანონი შევიდა ძალაში, რომლითაც საექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოების თანასწორ უფლებიანი წევრები გახდნენ, უყვარდეთ ერთმანეთი, ეს ხომ მათი უფლება და არჩევანია, ჩვენ ჩვენის მხრივს დემოკრატიულ პრინციპებს ვერ ვუღალატებთ და მათ ამის უფლებას ვერ წავართმევთ. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“- განაცხადა ინგლისის პრემიერმა.

 

რამოდენიმე ,,ბედნიერმა“ წყვილმა კანონის ამოქმედება მალევე აღნიშნა და მათი სურვილი, ნისლიან ალბიონზე პირველი ,,პიონერები“ყოფილიყვნენ, ვინც სანუკვარი ქორწინების ოცნება აიხდინა, შეუღლება ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ქორწინების სახლებთან რიგები დგას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია