დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა პრეტენზიები აქვს "საქართველოს გარემოს დამცველის" ოფისს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/19 23:52:02

საუკუნეზე მეტია, რაც მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების გამო, ჭიათურას ეკოლოგიური პრობლემები აქვს. გასულ წელს მწარმოებელ ორგანიზაციას სოლიდური ჯარიმა დაეკისრანებისმიერი ჭიათურელი მოქალაქე იტყვის, რომ ამ პრობლემის შესახებ ბევრს საუბრობენ, გაკეთებით კი არაფერი კეთდება.

 

ააიპ "საქართველოს გარემოს დამცველი"–ს წარმომადგენელი  ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც გულისხმობდა ეკოლოგიური საკითხების შესწავლასა და რეკომენდაციებს. ვახტანგ ოქროპირიძე აცხადებს: ,,მემორანდუმი სავალდებულოა შესასრულებლად ორივე მხარისათვის. საქართველოს გარემოს დაცველის ოფისი მზადყოფნას გამოხატვს, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, ხოლო მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, შეასრულოს მიერ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება მუნიციპალიტეტში და აუცილებელია, ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები და მოხდეს შესაბამისი რეაგირებები.

 

საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი გაკვირვებულია, თუ რატომ არ იქნა შესრულებული მუნიციპალიტეტის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მაშინ, როდესაც ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი არ განახორციელებს მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს გარემოსა დს ბუნებრივი რესურსების დაცვის ეროვნული ქსელის მრჩეველთა საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შესაბამისი რეაგირებების წარმოების მიზნით.

 

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, არსებითი საჭიროებისას, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული მემორანდუმის ძალადაკარგულად ცნობა, ხოლო მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების არარად გამოცხადების მიზნით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, მუნიციპალიტეტი გადადგამს სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჭებს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გარემოს დამცველს აქვს კანონით გარანტირებული სხვა ბერკეტებიც, რომლის გამოყენების საკითხებიც ამ ეტაპზე არ განიხილება.“

 

 

გარემოს დაცვით საკითხებს ჭიათურის გამგეობაში კურირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი კაპანაძე, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჭიათურაში ბოლო პერიოდში გარემოს დაცვის კუთხით გარკვეული ძვრები შეინიშნება. ქალაქის ქუჩისპირა ნარგავების გაახალგაზრდავების გარდა (.. გადაბელვა), მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბუნებიდან ამოიღეს ხმელი ეგზემპლარები, ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისმარამდენიმე ჰექტრის გატყიანების პარალელურად, გააფორმა სოფელ გეზრულის საჯარო სკოლასთან მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მანგანუმის მომპოვებელი ორგანიზაცია მოსწავლეებთან ერთად ყოველწლიურად დაახლოებით ორ ჰექტარს გაატყიანებს.

 

აპრილის დასაწყისში საგაზაფხულო რგვის ფარგლებში დაახლოებით ათას ნერგზე მეტს დარგავენ მოსწავლეები ,,ელოისისთანამშრომლებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. საგაზაფხულო რგვის დროს გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, ელოდებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებსაც. სავარაუდოდ, აპრილში დარგულ ტყეს ჭიათურელი ცნობილი მეტყევე ინჟინრის, ბუდუ ხვედელიძის, სახელი ეწოდება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია