დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!"- მშვიდობიანი აქცია ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/19 15:01:24

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების  ნაწილმა კამპანიის: „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!"  ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქცია გამართა.


ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის დაგმობა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით.  


„ვმართავთ მშიდობიან აქციას, ჩვენი  მიზანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ კამპანიის შესახებ, გავავრცელოთ ფლაერები და ვაგროვებთ  ხელმოწერებს საქართველოს პარლამენტში შესატანად იმისთვის, რომ დროულად იყოს უზრუნველყოფილი  ჩვენი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეწყდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს იშვიათ შემთხვევაში,"- ამბობს „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი თამარ ჭარბაძე.  


აქციის ორგანიზატორები კვირის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აპირებენ ხელმოწერებ შეგროვებას და საქართველოს პარლამენტში შეტანას.


მსგავსი აქცია  დღეს ბათუმსა და ზუგდიდშიც იმართება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია