დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ზესტაფონი-ქუთაისის“ და „გორი-ქარელის“ მონაკვეთების გაზსადენის მშენებლობა იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/19 14:56:42

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, „გორი-ქარელის“ 700 მმ დიამეტრის 20 კმ-იანი და „ზესტაფონი-ქუთაისის“ 700 მმ დიამეტრის 23 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობის პროექტის განხორციელება იწყება.


სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები განახორციელებენ. „გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთის  მშენებლობას თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI,  „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას კი ქართული კომპანია - შპს საქმილსადენმშენიგანახორიელებს.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებშისაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერები 2013 წლის ივლისში გამოაცხადა.

 

გაზსადენის ორივე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება  2014 წლის ოქტომბრისათვისაა დაგეგმილი.

 

გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს, „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება კი 4 496 765,47 აშშ დოლარს შეადგენს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორივე მონაკვეთის მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა და მასალების ღირებულებამ 8 686 787,30 აშშ დოლარი შეადგინა.


პროექტი საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2010 წელს დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებისფარგლებში USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. USAID-მაენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისპროექტისსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ.აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენებისსისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანითჩანაცვლდება.

 

ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტისპირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდასენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი დაქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევისგაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.


USAID-ის მიერ დაფინანსებულისაქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურისპროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას,  მოახდინოს ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას.

 

წყარო: BPI

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია